IDFI საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 18 ოქტომბერი 2021

 

18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ბიურომ  მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტების განხილვის დაწყებას.

 

ცვლილებებით განისაზღვრება წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალის შინაარსობრივი მოთხოვნები.  კერძოდ, იკრძალება იმგვარი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიმართ „უარყოფითი განწყობის შესაქმნელად“. ცვლილებები ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური სუბიექტის, ისე გამავრცელებლის/მესაკუთრის დაჯარიმების შესაძლებლობას 2000, რიგ შემთხვევებში კი 4000 ლარის ოდენობით.

 

წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის უფლების განუყოფელი კომპონენტია. ამ პროცესის შინაარსობრივი რეგულირება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, იმდენად, რამდენადაც მაღალია როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევის საფრთხე. სააგიტაციო მასალის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება იწვევდეს ამომრჩევლის უარყოფით დამოკიდებულებას, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 24-ე მუხლებით.  ამასთან, ინიცირებული კანონპროექტით მკვიდრდება ბუნდოვანი, არაერთგვაროვნად განმარტებადი მოთხოვნა, რამაც შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და, იმავდროულად, საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობაზე.

 

განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კანონპროექტის ინიციატორების სურვილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, რათა იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე გავრცელდეს. არჩევნების პირველი და მეორე ტურების განსხვავებულ საარჩევნო ვითარებაში წარმართვას, ისევე, როგორც არჩევნების მეორე ტურებამდე რამდენიმე დღით ადრე წინასაარჩევნო კამპანიაზე შინაარსობრივი მოთხოვნების დაწესებას, უარყოფითი გავლენა ექნება წინასაარჩევნო გარემოს სტაბილურობაზე.

 

ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ხელი შეუწყოს ამომრჩეველთა ინფორმირებულობის ხარისხის ზრდას და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას,  თუმცა აღნიშნული მიზნების მიღწევა  ნაჩქარევად შემუშავებული და რეპრესიული მექანიზმებით წარმოუდგენელია. 

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024
განცხადებები

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

08.05.2024

IDFI-ს კომენტარი ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორზე თავდასხმის შესახებ

07.05.2024

17:00 საათზე, ყველანი პარლამენტთან - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

01.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023