IDFI-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად საჯარო დისკუსია გამართა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 სექტემბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან ერთად გამართა საჯარო დისკუსია 2019 წლის 22 მაისს ინიცირებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები, კანონპროექტის შესახებ მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გასაზიარებლად.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – სოფო კილაძემ; სახელმწიფო ინსპექტორმა – ლონდა თოლორაიამ; და IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი კლდიაშვილმა.

 

"აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი, პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველი უწყების, ამოცანაა ახალმა კანონმა პერსონალური მონაცემების დაცვის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმები შექმნას, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების არასწორი დამუშავება, ნეგატიურად აისახება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, მათ პირად ცხოვრებაზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ნეგატიური შედეგები მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული”. – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.

 

„ტექნიკური პროგრესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში, პერსონალური მონაცემების დაცვის მყარი საკანონმდებლო გარანტიების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საჭიროა მოხდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას / ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის გონივრული, პროპორციული და თანაზომიერი ბალანსის უზრუნველყოფა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი შეიცავს გარკვეულ დადგენილებებს, რომლებმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიონ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაზე / ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში არათანაზომიერად არ უნდა შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება / ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, ანუ ის უმთავრესი ღირებულება, რაც დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვნად ფუნქციონირების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს,“ – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.


საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ IDFI-ის მოსაზრება ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა და კანონის უზენაესობის მიმართულების ხელძღვანელმა ქეთევან კუკავამ წარადგინა. „არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის ბალანსი საქართველოში დარღვეულია, ხოლო აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულირების აღსრულების შემთხვევაში, სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღება მოხდება სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირების გარეშე, სასამართლო გადაწყვეტილებების სრულ ვერსიაზე წვდომა შეიზღუდება, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს. გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა წაშლის ან დაბლოკვის უფლების აღსრულების პროცესში არსებობს რისკი იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება არათანაზომიერად შეიზღუდოს,“ – განაცხადა ქეთევან კუკავამ.

 


კანონპროექტის ინიცირება პარლამეტში 2019 წლის 22 მაისს მოხდა. კანონპროექტის მიზანია ქართული საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულ სტანდარტებთან, კერძოდ კი მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციასთან (GDPR) დაახლოება. კანონპროექტის დადგენილებების მიხედვით, პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, სუბიექტის უფლებების დაცვის სტანდარტი იზრდება. ღონისძიების ორგანიზატორია IDFI, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი გახლავთ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate, პროექტის „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024