IDFI-მ და BTU-მ ხელოვნურ ინტელექტზე ონლაინ ტრენინგი ჩაატარეს

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 8 აპრილი 2022

2022 წლის 7 აპრილს, IDFI-მ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით, ჩაატარა ონლაინ ტრენინგი - ხელოვნური ინტელექტი: შესაძლებლობები და სტანდარტები.

 

ტრენინგი დისტანციურ ფორმატში გაიმართა. შეხვედრა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიურ და სამართლებრივ ჭრილში საერთაშორისო სტანდარტების გაცნობასა და  მისი გამოყენების შესაძლებლობებს შეეხო.

 

ტრენინგი გახსნა Sweeft Digital-ის უფროსმა მონაცემთა ინჟინერმა, გუჯა ლომსაძემ და ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის გავრცელებულ განმარტებებსა და სახეებზე. შეხვედრა განაგრძო IDFI-ის ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა და მიმოიხილა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების დანერგვისა და ხელშეწყობის საკითხები. დასკვნითი მოხსენება გააკეთა IDFI-ის ანალიტიკოსმა, დავით ერისთავმა და წარადგინა 2021 წელს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც ეხებოდა საქართველოს საჯარო სექტორში AI სისტემების გამოყენებას და საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვას.

 

შეხვედრას დაესწრო 50-მდე მონაწილე, მათ შორის BTU-ს სტუდენტები, საჯარო მოხელეები, სფეროს სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

 

 

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024