IDFI-მ საჯარო მოხელეებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ტრენინგი ჩაუტარა

სიახლეები | ტრენინგები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 19 თებერვალი 2021

 

15 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩაატარა საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებაზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეებისთვის ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, საქართველოში ამგვარი სისტემების გამოყენების პრაქტიკის ანალიზის შედეგების და გამოკვეთილი გამოწვევების გაცნობას.

 

ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე:

 

- ხელოვნური ინტელექტის განმარტება, არსი და მახასიათებლები;

 

- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო სექტორში - საერთაშორისო მაგალითები;

 

- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საერთაშორისო სტანდარტები;

 

- ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები;

 

- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითები საქართველოს საჯარო სექტორში;

 

- ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში;

 

- საქართველოს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი გამოწვევები;

 

- რეკომენდაციები საჯარო მოხელეებისთვის

 

ტრენინგის დროს ასევე გაიმართა დისკუსიახელოვნური ინტელექტის  გამჭვირვალობის სტანდარტების, გამოყენების პრაქტიკის და მის დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.

 

შეხვედრა გახსნეს და მოდერაციას უწევდნენ IDFI-ის პროგრამების დირექტორი, ლევან ავალიშვილი და მედია, ინტერნეტ და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი.

 

ტრენინგის პირველ ნაწილს - „ხელოვნური ინტელექტის არსი, საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა“ - უძღვებოდა პროექტის მოწვეული ექსპერტი, ნატა გოდერძიშვილი. ხოლო მეორე ნაწილი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საქართველოს საჯარო სექტორში: პრაქტიკა და სამართლებრივი გამოწვევები“ წარმართეს IDFI-ის ანალიტიკოსმა, დავით ერისთავმა და პროექტის მენეჯერმა, გიორგი დავითურმა.

 

ტრენინგი გაიმართა პროექტის  - „გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების ხელშეწყობა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებაში“ - ფარგლებში, რომელიც მხადაჭერილია არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მიერ. ინიციატივის მიზანია საჯარო უწყებების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებში მეტი გამჭვირვალობისა და ეთიკური სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობა.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024