IDFI-ის განმარტება ფინანსთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით

განცხადებები 10 ივნისი 2014

დღეს გავრცელდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონ ნოდარ ხადურის, განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "შემოსავლების სამსახურის 12–მა თანამშრომელმა 12 თვეში აიღო 500 ათასი ლარი სპრემია. თვეში ეს არის 3 ათასი ლარი. ეს არის დანამატი." მისივე განცხადებით "ამ ადამინებმა, იმის მიუხედავად, რომ გასული წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდა, 6 მილიარდ ლარზე მეტი გადასახადი ამოიღეს სახელმწიფო ბიუჯეტში. პრემია აუცილებელი არის იმისათვის, რომ ერთ–ერთი ყველაზე მაღალი რისკიანი სამსხურია შემოსავლების სამსახური კორუფციის თვალსაზრისით. ამავე დროს ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, პრემიერმაც თქვა, რომ 12 კაცის 12 თვეზე პრემიის ჯამში გამოქვეყნებამ შეიძლება გული გაუხეთქოს ადამინს. როცა ერთ ადამინზე დავიყვანთ, პრემია საკმაოდ მოკრძალებულია."

ვინაიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები შეგნებულად და მიზანმიმართულად ცდილობენ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის არასწორი ფორმით ინტერპრეტაციას, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ  ინსტიტუტი აქვეყნებს მონაცემებს იმ ფორმით როგორითაც იღებს მას საჯარო დაწესებულებებიდან. ამავე დროს, ინსტიტუტი აქვეყნებს როგორც ჯამურ ისე, დეტალურ მონაცემებს. ქვემოთ კიდევ ერთხელ გვინდა წარმოვადგინოთ, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დოკუმენტის ასლი, სადაც ნათლად ჩანს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირები, 2013 წელს იღებდნენ პრემიებს და არა დანამატებს, აქედანვე ჩანს, რომ   ფინანსთა მინისტრის მიერ არასწორად არის გაჟღერებული საპრემიო თანხების ყოველთვიური განაწილებაც. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების ყოველთვიურად მიღებული პრემიის ოდენობა ძირითადად მერყეობს 4000 ლარიდან 7000 ლარამდე.

 

ჩვენ ასევე ვეთანხმებით, ბატონი ნოდარ ხადურის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახური არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კორუფციული რისკის შემცველი დაწესებულება და მისი თანამშრომლების ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისი ამ რისკებისა. ამავე დროს სამსახურის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, საქართველოს საჯარო სამსახურის სივრცეში. შესაბამისად, ჩვენი აზრით, უფრო გამართლებული და რაციონალური იქნებოდა, შემოსავლების სამსახურში დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების გაზრდა და არა პრემიების გაცემის არასწორი პრაქტიკის გაგრძელება. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024