IDFI ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს

სიახლეები 27 ნოემბერი 2015

სამშაბათს, 1 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს შეხვედრას დაინტერესებულ პირებთან, რომელთაც საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების შესახებ მონაცემებს გააცნობს და მათი ხელმისაწვდომობის საკითხსა და ბიზნეს-სტარტაპებისთვის გამოყენების გზებს განიხილავს.

 

ღია მონაცემების პორტალი - www.data.gov.ge საქართველოში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. აღნიშნულ პორტალზე ეტაპობრივად, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, თავსდება საჯარო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზები. ღია მონაცემების პორტალი მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნოს სახელმწიფო მონაცემებს და მათი გამოყენებით შექმნას ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს პროექტები და ელექტრონული სერვისები.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს პროექტს „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“, რომელიც მიზნად ისახავს ღია მონაცემების პორტალის, www.data.gov.ge-ს ფუნქციური ეფექტურობის გაზრდას. IDFI-ის გუნდი მონიტორინგს უწევს და აფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას, პროაქტიულობას, ეფექტურობას, სიცხადესა და გამოყენებადობის დონეს www.data.gov.ge ვებგვერდისთვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებაში.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში IDFI იწყებს საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. ორგანიზაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით და წარმოადგენენ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით IDFI-ის მიერ შექმნილ აპლიკაციებს.

 

დასწრება თავისუფალია

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025
განცხადებები

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024