IDFI საქართველოს ინტერნეტიზაციასა და ფართოზოლოვან განვითარებაზე დისკუსიას გამართავს

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 8 ოქტომბერი 2015

პარასკევს, 9 ოქტომბერს, 10:00-15:00-მდე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) გამართავს დისკუსიას “საქართველოს ინტერნეტიზაცია და ფართოზოლოვანი განვითარება - არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები”.



დისკუსიის პირველი პანელის განხილვის თემაა საქართველოს ინტერნეტიზაცია და ფართოზოლოვანი განვითარება - არსებული მდგომარეობის ანალიზი, გეგმები და გამოწვევები. პანელში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია ხუთი მომხსენებელი.

  • ირაკლი ქაშიბაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
  • ანა ნაკაშიძე - OpenNet-ის გენერალური დირექტორი;
  • მარიკა სულაბერიძე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;
  • უჩა სეთური - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მედია და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი;
  • მიხეილ გოთოშია - Alter Net-ის დირექტორი.

 

დისკუსიის მეორე პანელის განხილვის თემაა საქართველოს ელექტრონული სერვისები - მიღწევები, გამოწვევები და სამოქმედო გეგმები. პანელში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია ოთხი მომხსენებელი.

 

  • ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;
  • ვლადიმერ სვანაძე - ააიპ “ინტერნეტის განვითარების ინიციატივა” (IDI) დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე;
  • მიხეილ ჯანიაშვილი - შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
  • გიგა პაიჭაძე - ჟურნალისტი, ბლოგერი, არასამთავრობო ორგანიზაცია "New Media institute"-ს დამფუძნებელი.

 

თითოეული პანელის მომხსენებელი ისაუბრებს 15 წუთის განმავლობაში. მოხსენებების შემდეგ დისკუსია წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

ღონისძიება ტარდება პროექტის “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება”-ს ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

 

საკონტაქტო პირი: უჩა სეთური, 577773733; u.seturi@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) სამუშაო ჯგუფს ერთობლივი ანგარიში წარუდგინეს

17.06.2025

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024