IDFI-ის სამოქალაქო კონტროლის აქტივობები 2010 წელს

სამოქალაქო კონტროლი 28 აპრილი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2010 წლიდან დაიწყო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის გზით ხელისუფლების ღიაობისა და გამჭვირვალობის გაკონტროლება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით, პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა საჯარო ინფორმაციის რეესტრი“ ფარგლებში მონაცემთა ონლაინ ბაზის შექმნაზე მუშაობის ინიცირება გახლდათ. კერძოდ, IDFI-იმ დაიწყო სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ერთიან ბაზაში (www.opendata.ge) ატვირთვა. ვებ-გვერდის საშუალებით მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეცათ შესაძლებლობა თვალი ედევნებინათ საჯარო ინფორმაციის გავრცელების ტენდენციებისთვის, ონლაინ მონიტორინგი ეწარმოებინათ სხვადასხვა უწყებების ანგარიშების, გეგმების, დანახარჯების და სხვა მონაცემების შესახებ. მომავალში აღნიშნული ბაზა ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.

 

2010 წლის 28 სექტემბერს ცოდნის უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში ახალი პროექტი “საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურს ბაზა“ წარადგინა. პროექტი ითვალისწინებს ახალი ვებ გვერდის შექმნას, სადაც განთავსდება ინსტიტუტის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციები თემატიკის მიხედვით. 

 

2010 წლის 1 ოქტომბერს ჩატარდა მედია კლუბის პირველი შეხვედრა, რომლის დროსაც მედიის წარმომადგენლებს გააცვნეს პროექტის ძირითადი მიმართულებები. ამასთანავე, აღინიშნა, რომ რამდენადაც საჯარო ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებამდე მედია საშუალებების პრეროგატივაა, საყურადღებოა მედია სექტორისგან მიღებული რეკომენდაციები, თუ რა სახის საჯარო ინფორმაცია არის საინტერესო და აქტუალური მედია წარმომადგენლებისთვის

 

პროექტის ფარგლებში 2010 წლის 22 ოქტომბერს, IDFI-მ ჩაატარა ტრენინგი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თაობაზე. ღონისძიებაზე მოხსენებები გააკეთეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების არქივის დირექტორმა თომას ბლანტონმა, რუსეთის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" თავმჯდომარე ივან პავლოვმა და ბულგარეთის „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრამის" დირექტორმა გერგანა ჟულევამ. ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საჯარო პროცედურების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ტრენინგის მსვლელობისას გაირკვა, რომ ამ სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე დაბალი საზოგადოებრივი მოთხოვნაა, რისი საფუძველიც საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულებაში უნდა ვეძიოთ. 

 

2010 წლის განმავლობაში ინსტიტუტი მონაწილეობდა და მასპინძლობდა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციებს, კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებს. მათი მთავარი დანიშნულება, ერთი მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და მეორე მხრივ, საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციების განხილვა გახლდათ.

 

საერთაშორისო კონფერენციის "ინფორმაციის თავისუფლება კავკასიის რეგიონში" (8-11 მაისი, 2009 წელი) ფარგლებში მონაწილე ქვეყნებმა (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) არსებული პრობლემების სიმრავლიდან გამომდინარე და მათ გადასაჭრელად გამოკვეთეს ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ეფექტური ქსელის შექმნის აუცილებლობა. საუბარი შეეხო ასევე საერთო საბჭოთა წარსულის გავლენას წარმოდგენილ ქვეყნებში. მოქალაქეებს არ ჰქონდათ წვდომა ინფორმაციაზე და მოქალაქეების უმეტესობამ დღესაც არ იცის, რომ არსებობს კანონი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, ბევრი რეგიონალური საჯარო დაწესებულების წარმომადგენლისთვის არ არის ცნობილი მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. ვორკშოპის ფარგლებში შემუშავებულ იქნა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ერთობლივი მუშაობის გზით, რეგიონის მასშტაბით ინფორმაციის თავისუფლების სფეროში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

 

სომხეთში (აღრევანი) გამართული საერთაშორისო კონფერენციის (11-14 ივლისი, 2010 წელი) მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ თანამშრომლობის კოალიციური ფორმატის გაფართოებაზე, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაიგეგმა ინფორმაციის თავისუფლების საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და სპეციალური კურსების მომზადება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის. ამერიკელმა პარტნიორებმა გამოთქვეს სურვილი მომხდარიყო რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში აპრობირებული, სამთავრობო ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის პარამეტრების თავმოყრა.

 

მთელი წლის განმავლობაში IDFI-ის ანალიტიკოსები მუდმივად აკვირდებოდნენ და საზოგადოებას უზიარებდნენ საერთაშორისო კვლევებში საქართველოს შესახებ მოყვანილ შეფასებებს ელ-მმართველობისა და ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის თვალსაზრისით და ცდილობდნენ საკუთარი კვლევების შედეგები მათ ჭრილში ყოფილიყო განხილული.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024