IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

სიახლეები | განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 6 თებერვალი 2025

2024 წლის დეკემბერიდან საჯარო სამსახურში განსაკუთრებით გააქტიურდა საჯარო მოხელეთა დევნა, რომელიც ძირითადად მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოზიციას უკავშირდებოდა. დეკემბერში, ქართულმა ოცნებამ დააინიცირა და მიიღო რეპრესიული ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, რომლითაც პროფესიულ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მენეჯერულ რგოლს მოუხსნეს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი, განუსაზღვრელი ვადით თანამდებობაზე დანიშვნის საკანონმდებლო გარანტია და იძულებით გადაიყვანეს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე.

 

აღნიშნულის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ არსებითად გაამარტივა საჯარო სამსახურში მასობრივი წმენდის ჩასატარებლად საჭირო რეორგანიზაციის პროცედურა, ხოლო 2025 წლის იანვრიდან აქტიურად დაიწყო პარტიული ნდობის არმქონე საჯარო მოხელეთა გათავისუფლება. 

 

2025 წლის 3 თებერვალს, საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებმა გაავრცელეს განცხადება მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც საჯარო სამსახურის ბიურო გაუქმდება და მის ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაცია შეითავსებს

 

საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციას წარმოადგენს პროფესიული და ეთიკური საჯარო სამსახურის ჩამოსაყალიბებლად საჭირო სტრატეგიისა და რეფორმების შემუშავება, ისევე როგორც მისი აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებების კოორდინაცია. ამ ორგანოს ლიკვიდაცია და მისი ფუნქციების პოლიტიკური ორგანოებისთვის გადაცემა ქართული ოცნების მიერ დაწყებული რეპრესიების ლოგიკური გაგრძელებაა. 

 

IDFI-ის მოსაზრებით, ქართული ოცნების მიერ საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების მიზანია პოლიტიკური წმენდა. როგორც არსებული გარემოებებიდან იკვეთება, პრიორიტეტულ სამიზნეს წარმოადგენენ ადამიანები, რომლებმაც ამა თუ იმ ფორმით დააფიქსირეს თავიანთი ჯანსაღი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე, ადამიანთა წამებასა თუ არაადამიანურ მოპყრობაზე. მოსალოდნელია, რომ შემდგომი ეტაპი იქნება საჯარო მოხელეების პარტიისადმი ლოიალური პირებით ჩანაცვლება.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024