IDFI-მ თერთმეტი სამინისტროდან ხელმეორედ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია

სიახლეები 27 იანვარი 2011

IDFI-მ განმეორებით მიმართა 11 სამინისტროს წერილით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ. ინფორმაცია გამოთხოვნილ იქნა შემდეგი სამინისტროებიდან:

 

1. შინაგან საქმეთა სამინისტრო

2.საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

3. განათლებისა და მეცნიერების  საამინისტრო

4.სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტრო

5. ენერგეტიკის სამინისტრო

6.კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

7. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

8.რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტრო

9.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

10.ფინანსთა სამინისტრო

11. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

IDFI -მ ზემოთ ჩამოთვლილი სამინისტროებიდან ხელმეორედ  გამოითხოვა  ის საჯარო ინფორმაცია, რომელის მოთხოვნაც სამინისტროებმა უპასუხოდ დატოვეს  და ასევე ინფორმაცია სარეზერვო ფონდების შესახებ:
 
1.სამინისტროს  თანამშრომელთა სია  თანამდებობების მიხედვით და  თითოეულის  თანამდებობრივ სარგოებზე (ცალ-ცალკე)დასახელფასო დანამატებზე (ცალ-ცალკე).  ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა  2009/ 2010 წწ  განმავლობაში.
2.მინისტრზე, მინისტრის მოადგილეებზე და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებზე  2009/2010  წლებში გაცემული პრემიების საერთო კვარტლური ოდენობები.
3.მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების (ერთეულების) ხელმძღვანელი პირების ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე დახარჯული თანხები თვეების მიხედვით 2009 წლის განმავლობაში.
4.ინფორმაცია სამინისტროს ავტოპარკის შესახებ : სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების პერსონალურად გადანაწილება თანამდებობის პირებზე (მათ შორის ავტომანქანის მოდელი) და საწვავის ხარჯის ყოველთვიური ზღვრული ლიმიტი (მათ შორის საწვავის ტიპი) 2009/2010 წწ განმავლობაში. მინისტრის და სამინისტროს თანამშრომელთა მიერ(თითოეულის ცალ-ცალკე) სამსახურის ავტომანქანებით მომსახურებაზე (შეკეთება,ცვეთა) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
5.ინფორმაცია სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ: მინისტრის და სამინისტროს თანამშრომელთა (ცალ-ცალკე)  სატელეფონო საუბრებზე (მათ შორის მობილურ  ტელეფონებზე) ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
6.სამინისტროს თანამშრომელთა მობილური  ტელეფონებისა და ავტომანქანების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების ოდენობა 2009/2010 წწ განმავლობაში.
7.სამინისტროს 2009-2010 წწ.ბიუჯეტი, კვარტლური ხარჯთაღრიცხვით. მ.შ.,2009-2010 წწ.ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8.2010 წლის 1 იანვრიდან დღემდე სამინისტროს კომპეტენციის სფეროში  განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების  ჩამონათვალი(სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტები ყველა სფეროში
9.დღევანდელი  მდგომარეობით სამინისტროს  ბალანსზე არსებული უძრავი ქონების ჩამონათვალი და თითოეულის  ღირებულება.
10.2010 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამინისტროს მიერ ჩატარებული კულტურული და სარეკლამო ღონისძიებების სრული სია.
11.2009/2010 წლებში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  სამინისტროსთვის   გამოყოფილი თანხების ოდენობა (განკარგულებები ცალ-ცალკე).  
 
            წერილის გაგზავნის თარიღი: 23/12/2010
            პასუხის მიღების თარიღი: 5/01/11/2011
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024