IDFI-ის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდის“(სანქტ-პეტერბურგი) საქმიანობა რუსეთის პროკურატურამ პოლიტიკურ საქმიანობად შეაფასა და ფონდს „არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის დარღვევის აღმოფხვრა მოსთხოვა. ამის შესახებ განცხადება ფონდის ვებ-გვერდზე (www.svobodainfo.org) 28 იანვარს გამოქვეყნდა.
სანქტ - პეტერბურგის ცენტრალური პროკურატურის გაფრთხილება - პროკურატურის ზედამხედველობის აქტი ფონდმა 2014 წლის 27 იანვარს მიიღო.
არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შემოწმება დაინტერესებული მოქალაქის მიმართვის საფუძველზე განხორციელდა. შემოწმების შედეგად პროკურატურამ მიიჩნია, რომ ფონდი, რომელიც უცხოურ დაფინანსებას იღებს, პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, “საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტია“ და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უნდა იქნეს „უცხოეთის აგენტად“.
რვა გვერდიან დოკუმენტში მოყვანილია ფონდის საქმიანობის ის ასპექტები, რომლებიც პროკურატურის შეხედულებით პოლიტიკური საქმიანობის ნიშნებს შეიცავს.
პროკურატურის მიმართვაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ფონდის წარმომადგენლები პოლიტიკური მიზნებისთვის აქტიურად იყენებენ საკუთარ ინტერნეტ - რესურსებს. პროკურატურის ბრალდება სწორედ ფონდის საინფორმაციო რესურებზე გამოქვეყნებული სტატიებითა და კვლევებით არის გამყარებული.
პოლიტიკურ საქმიანობაში დადანაშაულების საფუძველი გახდა ფონდის გამგეობის თავმჯდომარის, ივან პავლოვის სტატია „რუსი უფლებადამცველების შეხვედრა ბარაკ ობამასთან“, რომელზე დაყრდნობითაც პროკურატურა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციაში არსებული პოლიტიკური და სოციალური სიტუაციის შესახებ.
საინტერესო შეფასება მისცა საგამოძიებო ორგანომ ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანოში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ფედერალური კანონმდებლობის შეფასებითა და საერთაშორისო აქტებთან მისი შედარებით არასამთავრობო ორგანიზაცია არ ეთანხმება მოქმედ კანონმდებლობას და უარყოფითად აფასებს საკანონმდებლო ორგანოების მუშაობას.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ცოდნის უფლების ანტიპრემია სახელმწიფო დუმასა და „ანტიპირატულ კანონს“ ერგოთ, პროკურატურამ შეაფასა როგორც ქმედება, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ მოქმედი ხელისუფლების უფლებამოსილების არაეფექტურად განხორციელების შესახებ.
პეტერბურგის ცენტრალურმა პროკურატურამ პოლიტიკური საქმიანობის კვალიფილკაცია მიანიჭა ასევე ფონდის პროგრამების დირექტორის ტატიანა ტოლსტენევას მონაწილეობას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლონდონის სამიტში. პროკურატურის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ტოლსტენევას არ გააჩნდა უფლებამოსილება სამიტის წევრებისთვის გაეცნო რუსეთის ფედერაციაში ღიაობის სფეროში არსებული სიტუაცია.
ფონდის პოლიტიკურ საქმიანობაში დადანაშაულების ერთერთი მიზეზი გახდა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებაც.
შეგახსენებთ,რომ 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ. კანონისთა ნახმად, არაკომერციულორ განიზაციებს, რომლებიცუც ხოეთიდან ფინანსდებიან და პოლიტიკით არიან დაკავებული, მიენიჭებათ „უცხოეთისაგენტის“ სტატუსი. ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შემოწმება და დარღვევების შემთხვევაში კანონი მათთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდის“ საქმიანობა პროკურატურამ უკვე მეორედ შეამოწმა.
ჩატარებული შემოწმების საფუძველზე რუსეთის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდს დაევალა, განცხადებით მიმართოს იუსტიციის სამნისტროს უცხოეთის აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ორგანიზაციის რეესტრში გატარების შესახებ.
ფონდი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს პროკურატურის გამაფთხილებელ შეტყობინებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მათი მუშაობის „პოლიტიკურ საქმიანობად“ შეფასება მოკლებულია როგორც სამართლებრივ, ასევე ლოგიკურ საფუძველს.
„პოლიტიკურ საქმიანობად პოლიტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლა მიგვაჩნია. ჩვენ კი ჩვენს საქმიანობაში ყოველთვის ვხელმძღვანელობდით ნებისმისმიერი პოლიტიკური ძალებისაგან და პროცესებისგან დისტანცირების პრინციპით. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდის მოღვაწეობა არა ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ღიაობის პოლიტიკის შეცვლისკენ, არამედ ამ პოლიტიკის ეფექტური რეალიზაციისკენაა მიმართული.“- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის ზედამხედველობის აქტს სასამრთლოში გაასაჩივრებს.
IDFI მხარდაჭერას უცხადებს რუსეთის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს.