ღია მონაცემების პორტალზე IDFI-ის რეკომენდირებული მონაცემები განთავსდება

სიახლეები | სტატია 9 მარტი 2016

IDFI-ის მიერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ღია მონაცემების პორტალის WWW.DATA.GE-ის განვითარების მხარდაჭერა. აღნიშნული პროექტის დაწყების მომენტისათვის 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით პორტალზე საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ განთავსებული იყო მხოლოდ 95 ღია მონაცემი, რომელთა რიცხვიც პროექტის მიმდინარეობისას ეტაპობრივად გაიზარდა და დღეის მდგომარეობით შეადგენს 129 ღია მონაცემს.


პროექტის ფარგლებში IDFI-ის მიერ განხორციელებული კვლევის „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ მიხედვით ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული ღია მონაცემთა რაოდენობა, არ შეესაბამებოდა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში აღნიშნული კუთხით არსებულ რესურსს. აღნიშნული მოსაზრება გამყარებული იყო იმ მოცემულობით, რომ მხოლოდ 72 საჯარო დაწესებულებიდან მათ გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების შესახებ მოწოდებული მონაცემებიდან და ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგად ინსტიტუტის მიერ შეირჩა 162 იმგვარი მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც არ იყო წარმოდგენილი და მიზანშეწონილი იყო მათი ღია მონაცემების პორტალზე განთავსება.


კვლევის შედეგების გათვალისწინებით IDFI-ის მიერ საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა შორის იყო საჯარო დაწესებულებების მიერ იმ მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ღია მონაცემების პორტალზე განთავსება, რომლებიც კვლევის შედეგად ინსტიტუტის მიერ იყო იდენტიფიცირებული. შესაბამისად, კვლევის ობიექტ საჯარო დაწესებულებებს ინსტიტუტის მიერ წერილობით გაეწია რეკომენდაცია სხვადასხვა მონაცემთა ბაზებისა თუ რეესტრის პორტალზე განთავსებასთან დაკავშირებით.


მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთელმა რიგმა უწყებებმა IDFI-ს აცნობეს რომ, გამოთქვამდნენ მზადყოფნას ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებული სხვადასხვა მონაცემთა ბაზების უახლოეს მომავალში ღია მონაცემების პორტალზე განთავსებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით ღია მონაცემების პორტალზე სხვადასხვა უწყებების მიერ უკვე გამოქვეყნდა ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებული მონაცემთა ბაზები. მათ შორის: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ თეთრი სიის რეესტრი, შავი სიის რეესტრი და გაფრთხილებულ მომწოდებელთა რეესტრი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის სტატისტიკური მონაცემთა ბაზა. ამასთან, აღნიშნულ პორტალზე ღია მონაცემები განათავსეს იმგვარმა უწყებებმა, რომლებმაც პროექტის განხორციელებისას ინსტიტუტს ვერ განუმარტეს თუ რა მონაცემთა ბაზები იყო მათ გამგებლობაში. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, რომელმაც IDFI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პორტალზე 13 ღია მონაცემი განათავსა.

ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებული სხვადასხვა მონაცემთა ბაზების უახლოეს მომავალში ღია მონაცემთა პორტალზე განთავსების მზადყოფნა წერილობით IDFI- ის აცნობა შემდეგმა საჯარო დაწესებულებებმა :


 1) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
 2) სურსათის ეროვნული სააგენტო
 3) დაცული ტერიტორიების სააგენტო
 4) კომუნიკაციების ეროვნული კომისია
 5) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
 6) საჯარო სამსახურის ბიურო
 7) საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი
 8) სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შემთხვევაში ინსტიტუტს განემარტა, რომ აღნიშნული უწყება აცნობიერებდა ღია მონაცემების პორტალზე მონაცემთა ბაზების გამოქვეყნების მნიშვნელობას და აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართებოდა სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან გარკვეული მოლაპარაკებები.

 

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შემთხვევაში IDFI-ის ეცნობა რომ უახლოეს მომავალში ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული მონაცემთა ბაზების თუ რეესტრების ღია მონაცემების პორტალზე განთავსება გარკვეული გარემოებების გამო ვერ მოხერხდებოდა.

IDFI-ის მიერ საჯარო დაწესებულებებისათვის გაგზავნილ რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიღებული საპასუხო წერილების ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში ღია მონაცემების პორტალზე განთავსებული ღია მონაცემების რაოდენობა გარკვეულწილად გაიზრდება. IDFI იმედს გამოთქვამს, რომ სხვა უწყებების შემთხვევაშიც, რომლებისგანაც ინსტიტუტის რეკომენდაციებზე არსებული შეხედულებები უცნობია, განახორციელებენ ქმედით ნაბიჯებს მათ გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზების ღია მონაცემების პორტალზე www.data.gov.ge განთავსებასთან დაკავშირებით.


ამასთან, ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ღია მონაცემების პორტალის ეფექტურ ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება, სადაც განსაზღვრული იქნება საჯარო სექტორის ღია მონაცემების მართვისა და სავალდებულო გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტები.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024