„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) არის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების სამუშაო ჯგუფის წევრი. როგორც სამუშაო ჯგუფის წევრმა, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების, მოდერნიზაციის და საზოგადოებრივი ჩართულობის ეფექტური მექანიზმის დანერგვისკენ. რეკომენდაციები შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე.
რეკომენდაციები ასახავს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხედვას ორ საკითხზე: შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საზოგადოებრივი ჩართულობის საბჭოს შექმნას და საჯარო დაწესებულებებში ე.წ. ,,ოდეერების“ (უსაფრთხოების საკითხთა ოფიცრები) სისტემის გაუქმებას.
/public/upload/IDFI/OGP/MIA Recommendations.pdf
ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ
27.08.2025დამალული სასამართლო სტატისტიკა
04.08.2025