IDFI-მ ორგანიზაციული განვითარებისთვის ორწლიანი დაფინანსება მოიპოვა

სიახლეები 21 იანვარი 2016

ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) კვლევითი ორგანიზაციების ფონდის დაფინანსება (Think Tank Fund) მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ის ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან კვლევით საქმიანობას, მთავრობის ეფექტური მუშაობისთვის ამზადებენ რეკომენდაციებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საზოგადოების ღიაობისა და განვითარების დონის გაუმჯობესებაზე.


IDFI-ის მიერ მიღებული ორგანიზაციული განვითარების გრანტის მიზანია IDFI-ის, როგორც კვლევითი ორგანიზაციის განვითარება შემდეგი კონკრეტული მიმართულებებით: კვლევების ხარისხი, კომუნიკაცია, ადვოკატირება, შიდა განვითარება და მმართველობა.


IDFI 5 სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, ესენია: სამოქალაქო კონტროლი, ადვოკატირება, კვლევითი საქმიანობა, ცნობიერების ამაღლება და გამჭვირვალე არქივები. ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ კვლევითი საქმიანობაა, რაც შერწყმულია სახელმწიფოსთვის რეკომენდაციების მომზადებასა და შეთავაზებასთან. უნდა აღინიშნოს, რომ IDFI-ის არაერთ რეკომენდაციასა თუ კრიტიკას მოჰყოლია პოზიტიური შედეგი, განსაკუთრებით საჯარო უწყებების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის კუთხით.


დაარსებიდან წლების განმავლობაში, IDFI თანდათან იქცა ისეთ სანდო ორგანიზაციად, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო კონტროლის აქტივობებს, სიღრმისეულ კვლევებსა და ადვოკატირებას ღია მმართველობის სფეროში. თუმცა, მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, IDFI იზიარებს მრავალი სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ბედს, როდესაც მიღებული დაფინანსებების უმეტესობა მიმართულია ანალიტიკურ საქმიანობაზე, რის გამოც მას თითქმის არ რჩება რესურსი ინსტიტუციონალური განვითარებისათვის.


Think Tank-ის ფონდის დაფინანსება მნიშვნელოვანია IDFI-ის შემდგომი ორგანიზაციული და ფინანსური მდგრადობისთვის, რისი საჭიროებაც IDFI-ის გავლენის ზრდასთან ერთად სულ უფრო აშკარა გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაციაში მოვალეობები მკაფიოდ არ არის დანაწილებული, ინსტიტუტს სჭირდება მხარდაჭერა შიდა სტრუქტურის რეორგანიზაციისათვის, რისი ერთ-ერთი მიზანიც იქნება პასუხისმგებლობების დელეგირება.


კვლევის ხარისხის თვალსაზრისით, IDFI აპირებს განსაზღვროს გრძელვადიანი თემატური პრიორიტეტები კვლევითი პროდუქტისათვის, ერთიანი სახე მისცეს სხვადასხვა კვლევის შედეგებს, გააუმჯობესოს ხარისხის კონტროლის შიდა მექანიზმი და დააარსოს ხარისხის კონტროლის გარე მექანიზმი. გარდა ამისა, შეზღუდული რესურსები საშუალებას არ აძლევდა IDFI-ის მისი კვლევების სრულყოფილი რედაქტირებისთვის. IDFI-ის კვლევითი საქმიანობის კიდევ ერთი გამოწვევა არის კვლევის სხვადასხვა მეთოდების განვითარება და გამოყენება.


გარდა ამისა, IDFI-ის სჭირდება მეტი რესურსი და ცოდნა იმისათვის რომ უკეთ მიაწოდოს კვლევის შედეგები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს. ამ მხრივ საჭიროა უფრო სრულყოფილი კომუნიკაციის სტრატეგია, ვებ-დეველოპერის და დიზაინერის დახმარება და ა. შ.


ორგანიზაციული განვითარებისთვის განსახორციელებელი აქტივობების დასაგეგმად IDFI-ის წევრებმა 8-9 იანვარს გასვლით შეხვედრაზე იმსჯელეს. მათ განიხილეს ორგანიზაციის ახალი წესდება, ასევე, გრანტის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობები, შემუშავებული სამოქმედო გეგმა და შესასრულებელი ამოცანები. დაიგეგმა ცვლილებები ორგანიზაციის სტრუქტურაში, ასევე დაიგეგმა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა ორგანიზაციის სწორად და სწრაფი ტემპებით განვითარებისთვის.


ორი დღის განმავლობაში IDFI-ის წევრებმა იმსჯელეს კვლევითი მიმართულებით ორგანიზაციის განვითარების საუკეთესო გზებზე და დასახეს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი გეგმები. მომავალი ორი წლის განმავლობაში, Think Tank Fund ორგანიზაციას უზრუნველყოფს საკმარისი რესურსებით იმისთვის, რომ აღნიშნული გეგმა წარმატებით განხორციელდეს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024