IDFI-იმ მონაწილეობა მიიღო ინფორმაციის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარში

სიახლეები 6 აგვისტო 2012

2012 წლის 27–28 ივლისს, გუდაურში პროგრამის “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G-3)” ფარგლებში ჩატარდა სემინარი ინფორმაციის თავისუფლების და საჯარო დაწესებულებებში დოკუმენტების ხელმისაწვდომობის შესახებ. სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშიროსო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების განხილვა საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის. სემინარში მონაწილეობას იღებდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ  30 საჯარო  დაწესებულებების - სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე არიან პასუხისმგებლები.

 

სემინარი გახსნეს G–3 პროგრამის წარმომადგენელმა საქართველოში მაია გოგოლაძემ და იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ კახიძემ.

 მაია გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო  პროგრამის "დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G-3) ფარგლებში უკვე  განხორციელებული პროექტები, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარებას ემსახურება  და სამომავლო გეგმები.

 

ოთარ კახიძემ  ისაუბრა  საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (თავი III -ინფორმაციის თავისუფლება) შესულ  ცვლილებებზე ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასა და ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. ასევე საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაზე ღია მთავრობის პარტნიორობისათვის და მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ. კახიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ელექტრონული მმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და სამთავრობო მონაცემთა ვებ-გვერდების, როგორიცაა data.gov და ა.შ. შექმნის გეგმები. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის თავისუფლების სფეროში წარმატებული თანმშრომლობის მნიშვნელობა და ისაუბრა ამ სფეროში მიღწეულ შედეგებზე.

 

IDFI- ს წარმომადგენლებმა სემინარის მონაწილეებს გააცნეს   ინსტიტუტის მიერ G 3 -ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“ შედეგები. კვლევას ინსტიტუტი 2012 წლის მარტიდან მაისამდე ახორციელებდა.  IDFI–ს ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში გაანალიზეს G-3–ს პარტნიორ სამთავრობო ორგანიზაციებში (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო, კონტროლის პალატა, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტო, აჭარის აუტონომიური რესპუბლიკის მთავრობა) შესული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები და გაცემული პასუხები, შეისწავლეს სტატისტიკური მონაცემები. IDFI–ს მიერ განხორცილებული კვლევის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებში. კვლევაში განსაკუთრებით გაესვა ხაზი ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლასა და ქართულ საჯარო დაწესებულებებში  დანერგვის აუცილებლობას.


IDFI–ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ისაუბრა ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო რეგულაციებზე და ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის შედარებით ანალიზზე შეერთებული შტატების, ინგლისის/შოტლანდიის, ესტონეთისა და საქართველოს მაგალითზე.

IDFI–ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა, წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე ქვეყნების - ამერიკის შეერთებულ შტატების, ინგლისის/შოტლანდიისა და ესტონეთის სამთავრობო დაწესებულებებში დანერგილი პრაქტიკის გათვალისწინებით იქნა შემუშავებული.

 

ლევან ავალიშვილმა ისაუბრა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ხელმისაწვდომობის პრაქტიკის დანერგვის უპირატესობებზე და წარმოადგინა იმ საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომლის პროაქტიულად გამოქვეყნებაც მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს ადმინისტრაციული ორგანოების გამჭვირვალობას და   ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.


სემინარის ბოლოს  გაიმართა დისკუსია.  დაისვა შეკითხვები, გააკეთდა შეფასებები, განხილულ იქნა საჯარო დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრაქტიკა და სამომავლო გამოწვევები.
USAID–ის პროგრამის “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G-3)” ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარების ჩატარება მომავალშიც იგეგმება .



 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის სტატისტიკა

11.10.2024

საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

07.10.2024

“ლიზიკო აბზიანიძის მოგონებების” პრეზენტაცია

03.10.2024

საქართველოს შედეგები გაეროს ელექტრონული მმართველობის ინდექსში

03.10.2024
განცხადებები

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა

09.10.2024

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს

24.09.2024

კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

19.09.2024

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024
ბლოგპოსტები

საქართველოს ევროპული მომავალი: რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით?

09.10.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024