IDFI-ს მონაწილეობით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 დეკემბერი 2013

11 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) მოდელირება გაიმართა. ღონისძიებაში სხვადასხვა უნივერსიტეტის 18 სტუდენტი  მონაწილეობდა.

 ღონისძიება იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, საერთაშორისო გამჭვირვალობა −  საქართველოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული.

შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდა. უმაღლესი სასწავლებლების მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს ონლაინგანაცხადი უნდა შეევსოთ.

მოდელირების მონაწილეები 70-მდე აპლიკანტიდან შეირჩნენ. მათ შორის მოხვდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას ახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის  უნივერსიტეტის სტუდენტები.


ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ანტიკორუფციულ საბჭოში შემავალი უწყებების როლები დაინაწილეს და სხდომის მოდელირება მოახდინეს: წარმოადგინეს საბჭოს წევრ უწყებათა პოზიციები, იმსჯელეს და დაამტკიცეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული პრიორიტეტები.


ღონისძიების დასასრულს IDFI -ს გამგეობის თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

22.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025
განცხადებები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024