მრგვალი მაგიდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის აქტუალურ საკითხებზე

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 5 თებერვალი 2015

5 თებერვალს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები მრგვალ მაგიდასთან განიხილა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც არასამთავრო ორგანიზაციების, ისე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, მედიის და იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც ციფრული მაუწყებლობის გადასვლისთვის ქსელი უნდა ააგონ.


შეხვედრაზე IDFI-ს მედიისსა და ტელეკომუნიკაციების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა წარადგინა კვლევა „რეკომენდაციები ციფრული საეთერო მაუწყებლობის ქსელთან მაუწყებლების დაშვების წესების სახელმწიფო რეგულირებისთვის“. მან აქცენტი გააკეთა იმ რეგულაციებზე, რაც უნდა არსებობდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მულტიპლექსის ქსელში მაუწყებლების ჩასართველად. უჩა სეთურმა მიმოიხილა საერთაშორისო პრაქტიკა და აღნიშნა, რომ გამოიყენება ორგვარი მიდგომა - ერთი, როდესაც ქსელში დაშვებას თავად მარეგულირებელი ორგანო უწევს მეთვალყურეობას და მეორე, როდესაც მულტიპლექსში განთავსების საკითხს თავად მულტიპლექს ქსელის ოპერატორი წყვეტს.


ცალკე მულტიპლექს პლატფორმის შექმნას გეგმავენ რეგიონული მაუწყებლები, როგორც „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, ჯერ გადაწყვეტილი არა რის, როდის ააგებენ ქსელს, თუმცა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდისთვის ისინი მინიმუმ საკუთარი პროგრამების გავრცელებას აუცილებლად შეძლებენ. გაავრცელებენ თუ არა ისინი სხვა მაუწყებლებსაც და რა ტარიფს დაუწესებენ მათ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.


უჩა სეთურის თქმით, ახლა მიმდინარეობს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადება, თუმცა მის შექმნაში სამოქალაქო საზოგადოება ჩართული არ არის. როგორც კომუნიკაციის ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თიკო ტყეშელაშვილმა განაცხადა, ამ კანონპროექტის მომზადებაში კომისიაც არის ჩართული, პირველადი ვარიანტის საზოგადოებისთვის წარდგენა და განხილვა კი უახლოეს პერიოდში დაიწყება. სწორედ ამ კანონში უნდა დაზუსტდეს ის ბუნდოვანი საკითხები და გადაიჭრას პრობლემები, რაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას წარმოიქმნება.


შეხვედრაზე საკუთარი მოხსენება გააკეთა „სტერეო პლუსის“ აღმასრულებელმა დირექტომა გიორგი ხითარიშვილმა. სწორედ ამ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ეროვნული მაუწყებლებისთვის მულტიპლექსის ქსელის აგება. გიორგი ხითარიშვილის თქმით, „სტერეო პლუსმა“ უკვე სრულად შეიტანა ტექნიკა 28 წერტილში, სადაც მხოლოდ გადამცემების დაყენება აკლია. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის ასეთი სულ 46 პუნქტის შექმნა იგეგმება. „სტერეო პლუსმა“ უკვე დაიწყო ტესტირება და ამგვარ რეჟიმში თბილისსა და მის შემოგარენში ციფრულად 8 არხს გადასცემს. გიორგი ხითარიშვილის თქმით, გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი და 2015 წლის 10 ივნისისთვის ყველა სამუშაო დასრულებული იქნება.


დაგეგმილი აქტივობების შესრულებაზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მულტიპლექსის ამგები კომპანიის შპს „ვეზირის“ გენერალურმა დირექტორმა პაატა აროშიძემ და აღნიშნა, რომ უმაღლების ხარისხის ტექნიკა შეიძინეს ქსელის ასაგებად. მისი თქმით, ამ კვირაში დასრულდება სამუშაოები კახეთის რეგიონში. აპარატურა მიეწოდება თითქმის ყოველდღიურად და ქსელის მშენებლობასზე უკრიანიდან მოწვეული 6 დამოუკიდებელი ბრიგადა მუშაობს.


მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილში მონაწილეებმა ისაუბრეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე. უჩა სეთურმა კიდევ ერთი კვლევა წარადგინა, რომელიც ამ თემას ეხებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის მაღალი ინფორმირებულობა მნიშვნელოვანად განაპირობებს საეთეროციფრულ პლატფორმაზე გადასვლის პროცესის წარმატებას. ამ ეტაპზე გასაჯაროვებული არ არის, თუ რა სტრატეგია გააჩნია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს საზოგადოებისთვის ინფორმირების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, არსებობდეს დროში გაწერილი აქტივობები, რომ დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ თვალის მიდევნება თუ რა პროცესი როგორ მიმდინარეობს, მოხდეს პრობლემების იდენტიფიკაცია და შემდეგ აღმოფხვრა.


მისი თქმით, ცნობილია, რომ სააგენტომ მოამზადა ვიდეო რგოლები და ბროშურები, შეიქმნა ქოლ ცენტრი, თუმცა კარგი იქნება, თუ ამგვარი ცენტრი რეგიონებშიც გაკეთდება, მოქალაქეები კი პირდაპირ წერილების მიიღებენ, სადაც დეტალურად ეცნობებათ, თუ რა პროცესი იწყება.


უჩა სეთურმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის მომზადების პროცესი ახლავე უნდა დაიწყოს, ვინაიდან თბილისში ციფრული მაუწყებლობა უკვე არსებობს ტესტურ რეჟიმში და დაინტერესებულ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, უკვე მოემზადოს, დატესტოს აპარატურა და შეიძინოს სეტ ტოპ ბოქსი - მოწყობილობა, რომელიც მას ციფრული სიგნალის მიღებაში დაეხმარება.


გარდა ამისა, უნდა შეიქმნას მოსახლეობის მზაობის ინდექსი და გაიზომოს მინიმუმ ორჯერ თუ რა იცოდა მან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ 2015 წლის მაისში და შემდეგ უკვე ივნისში, მას შემდეგ, რაც ანალოგური სიგნალი გამოირთვება.

 

„საჭიროა რომ ციფრული მაუწყებლობის სააგენტოსთვის გამოიყოს მეტი ფინანსური რესურსი, რათა მან პიარ კამპანიის ეფექტურად განხორციელება შეძლოს“, - აღნიშნა უჩა სეთურმა.

 

შეხვედრას ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც სააგენტოს პრესსპიკერმა სალომე გელაშვილმა განაცხადა, მომზადებულია 19 ვიდეო რგოლი, 15 მათგანი საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის ტელევიზიის ეთერში უკვე ტრიალებს. მიმდინარეობს მოლაპრაკება კომერციულ მაუწყებლებთანაც.


ქოლ ცენტრში ყოველდღიურად დაახლოებით 300 ზარი შედის. მოსახლეობა ინტერესდება როგორც ზოგადად პროცესის, ისე ტექნიკური დეტალების შესახებ, რაც უკავშირდება მიმღებებს, ანტენებსა და სეტ ტოპ ბოქსებს. ფლაერების დარიგება კი კომუნალური გადასახადების ქვითრებთან ერთად იგეგმება.


ნათია კუპრაშვილმა ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ეთნიკური უმცირესობების ენაზე ვიდეო რგოლების თარგმნაში რეგიონული მაუწყებლების დახმარება შესთავაზა, რათა არ დარჩეს მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც არ იქნება ინფორმირებული ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024