IDFI საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერ ორგანიზაციად აღიარეს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 ივლისი 2015

2015 წლის 24 ივლისს, OpeningParliament.org-მა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) შეიყვანა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერ ორგანიზაციათა ჩამონათვალში.


OpeningParliament.org არის საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების ფორუმი. ფორუმის შექმნა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს ერთმანეთთან დაკავშირებასა და გამოცდილების გაზიარებაში.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფორუმზე განთავსებულია საპარლამენტო ღიაობის დეკლარაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2015 წლის 30 აპრილს შეუერთდა.


საპარლამენტო ღიაობის დეკლარაცია მოუწოდებს მსოფლიოს საკანონმდებლო ორგანოებს საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე გაზარდონ საპარლამენტო ღიაობა და მოქალაქეთა ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში. აღნიშნული დეკლარაცია ასევე მოუწოდებს ყველა ქვეყნის პარლამენტს, რომ დანერგონ ელექტრონულ ტექნოლოგიები საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი შეუწყონ საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას.


OpeningParliament.org-ზე დასახელებულია საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერი ორგანიზაციები მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. საქართველოდან საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციათა ჩამონათვალში მითითებული იყვნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და ჯამპსტარტი ჯორჯია. აღნიშნულ ჩამონათვალს შეუერთდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). აღსანიშნავია, რომ IDFI არის ერთადერთი ქართული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასახელებულია საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერ ორგანიზაციად.


IDFI არის აქტიურად ჩართული საპარლამენტო ღიაობის საქმიანობაში. კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით (IDFI) და საქართველოს პარლამენტთან პარტნიორობით, ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტს.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა საპარლამენტო ღიაობის სამუშაო ჯგუფი და საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელთა მიზანი იყო „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმაზე“ მუშაობა.


IDFI ორგანიზებას უწევდა აღნიშნული ჯგუფების მუშაობას, მოამზადა კვლევა საპარლამენტო ღიაობის საკითხებზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) წევრ ქვეყნებში, ასევე, IDFI-ს ინიციატივით გაფორმდა მემორანდუმი „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის“ შემუშავებაში ჩართულობის თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ჩართულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად შემუშავდა 2015-2016 წლებზე გათვლილი „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა“, რომელიც 2015 წლის 17 ივლისს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის ბიურომ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024