IDFI-ის ახალი დირექტორი

სიახლეები 22 დეკემბერი 2014

2014 წლის 16 დეკემბერს IDFI-ის დამფუძნებელთა კრებაზე განხილულ იქნა IDFI-ის დირექტორის გიორგი კლდიაშვილის პირადი განცხადება დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ 2015 წლის 20 იანვრამდე. ინსტიტუტის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, 2014 წლის 16 დეკემბრიდან 2015 წლის 20 იანვრამდე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი ხიშტოვანი.


გიორგი ხიშტოვანი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ გუნდს 2012 წლიდან შეუერთდა. გიორგი ხიშტოვანმა პრაქტიკული საქმიანობა დაიწყო 2003 წელს, „Volksbank“-ის (გერმანია) საკრედიტო განყოფილებაში. 2004-2005 წლებში მან სტაჟირება გაიარა სს „თიბისი ბანკი“-ს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში. 2009 – 2011 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, დეკანის მოადგილედ. 2011 წლიდან გიორგი ბრემენის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარია.


2014 წლის დეკემბერში გიორგიმ მოიპოვა ბრემენის (გერმანია) უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ეკონომიკის განხრით. მან 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვანი ფაკულტეტი. ტრიერის (გერმანია) უნივერსიტეტის მიერ 2008 წელს გიორგის მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის, ხოლო 2009 წელს - სამართლის მაგისტრის LL.M. წოდება.


გიორგი რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორი და თანაავტორია.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024