IDFI უერთდება პეტიციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ

სიახლეები | განცხადებები 22 ნოემბერი 2013
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი უერთდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ ინიცირებულ პეტიციას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგ. 
 
პეტიციის ინიციატორები უარყოფითად აფასებენ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში და შესაძლებელი ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა ისეთი ბუნდოვან და გაურკვეველ პირობებში, როგორიცაა: "განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობა".
 
პეტიციაზე ხელმოწერით, IDFI ხაზს უსვამს საჯაროობისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობა. 
 
პეტიციისადმი მხარდაჭერა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საზოგადოებრივ ორგანიზაციას შემდეგ მისამართზე ხელის მოწერით.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

,,ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების ახალი ეტაპი 30-მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყო

22.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

საქართველოს ნავთობის ბაზარი და მსოფლიო აშშ-ს ტარიფების მოლოდინში

11.08.2025
განცხადებები

„რუსული კანონის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს

23.09.2025

ყადაღებისა და რეპრესიების მიუხედავად ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას გავაგრძელებთ

27.08.2025

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024