IDFI თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობს

სიახლეები 11 იანვარი 2013

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობასთან და მედიაკოალიციასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობს.
2013 წლის 10 იანვარს თავდაცვის სამინისტროში  გამჭვირვალობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფთან პირველი  სამუშაო შეხვედრა შედგა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის  მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, მინისტრის მოადგილეებმა და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელძღვანელმა პირებმა. მათ არასამთვრობოებს  სამომავლო გეგმები გააცნეს. განხილულ იქნა სამინისტროს მაქსიმალური ტრანსპარენტულობის მისაღწევად  განსახორციელებელი ღონისძიებები. გადაწყდა, რომ თანამშრომლობის ფორმატში კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.

 არსამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს და სამინისტროს გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები შესთავაზეს.

 გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა  25 არასამთავრობო ორგანიზაციასა და ექსპერტთან 2012 წლის 5 დეკემბერს გამართა.

როგორც სამინისტროს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი, შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი: თავდაცვის ტრანსფორმაციის, ნატოში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ოპერაციების და გამჭვირვალობასა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფები. 

შეხვედრები არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან რეგულარულურად გაიმართება.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025
განცხადებები

უვიზო მიმოსვლისათვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებელი სრულად ივანიშვილის ხელისუფლებაა

16.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024