IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2015 წლის ანგარიშში

სიახლეები 14 აპრილი 2016

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის 2015 წლის ანგარიში. ანგარიში მზადდება აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას 200-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსში.


2012 წლიდან მოყოლებული IDFI ყოველ წელს არის მოხსენიებული სხვადასხვა კვლევის კონტექსტში. ამას გარდა, უკვე მეორე წელია ანგარიშში ნახსენებია გიორგი კლდიაშვილის უკანონო დაკავების საქმე. 2015 წლის ანგარიშში ინსტიტუტი ექვს სხვადასხვა კონტექსტში არის ნახსენები.


წინა წლების მსგავსად, ანგარიშში მოყვანილია IDFI-ის მონაცემები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია 2015 წლის დეკემბრის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც 2015 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში გაგზავნილი მოთხოვნებიდან (8,297 მოთხოვნა 307 საჯარო დაწესებულებაში) დაკმაყოფილდა 86%, ხოლო რვა უწყებამ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნები.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოყვანილია მონაცემები IDFI-ის კვლევიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატისტიკის შესახებ. კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობების საფუძველზე დისკრიმინაციის გარკვეულ მაჩვნებლად მოყვანილია IDFI-ის მონაცემები, რომ საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმებული 100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურიდან მხოლოდ 24-ია შშმ პირი.


ინსტიტუტი ანგარიშში მოხსენიებულია ფარული მიყურადების საკითხთან დაკავშირებითაც. კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია IDFI-ის მიერ 2015 წლის მაისში გამოქვეყნებული ცნობები ფარული მიყურადების სტატისტიკასთან დაკავშირებით. IDFI-იმ 2016 წლის აპრილში გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც მოიცავს 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მარტამდე საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებასთან დაკავშირებულ ძირითად მოვლენებს.


გარდა ამისა, IDFI ასევე ნახსენებია ინტერნეტის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ანგარიშში ნახსენებია, რომ IDFI-ის ცნობებით, 2015 წლის განმავლობაში არ ყოფილა ონლაინ ახალი ამბების სააგენტოებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები. ამას გარდა, Freedom House-ის 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების სტატუსი შეფასებულია როგორც „თავისუფალი“. 2014 წლიდან IDFI-ის ანალიტიკოსი ჩართულია Freedom House-ისთვის საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების დონის შეფასებასა და ქვეყნის შესახებ ანგარიშის მომზადებაში. ამას გარდა, IDFI 2013 წლიდან თავადაც აქვეყნებს საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიშს. ბოლო ასეთი ანგარიში მომზადდა 2015 წლის ბოლოს და მოიცვა პერიოდი 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის ნოემბრამდე.


აშშ-ს ანგარიშში ასევე მოყვანილია ცნობები IDFI-ის ანალიზიდან 2009-2015 წლებში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. აღნიშნულ ანალიზში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოწოდებული 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საუბარია, რომ 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 481 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 641 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 840 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის.


ბოლოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშში, წინა წლის მსგავსად, მოხსენიებულია გიორგი კლდიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტი. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 15 იანვარს შეწყვიტა ქმედება საქმეში სისხლის სამართლის ნიშნების არარსებობის გამო. ამას გარდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია ისიც, რომ სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ პასუხისმგებლობა - 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.


IDFI შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის ანგარიშები ფართოდ გამოიყენება როგორც აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე სხვა უცხოური მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების დამცველების, იურისტების, ჟურნალისტების, მკვლევრებისა და სხვათა მიერ. აქედან გამომდინარე, ყოველწიურად ანგარიშში IDFI-ის კვლევებსა და მის საქმიანობაზე მითითება ხაზს უსვამს ინტიტუტისადმი არსებულ მაღალ ნდობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.

 

წინა წლების ანგარიშების შესახებ:

 

2012 - IDFI-ს მონაცემები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

2013 - IDFI მეორედ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ ანგარიშში

2014 - IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024