IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 26 ივნისი 2015

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოქვეყნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის მორიგი ანგარიში 2014 წლისთვის. ანგარიში მზადდება აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და იძლევა ადამიანის უფლებების მრავალმხრივ მიმოხილვას 200-მდე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.


საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე საუბრისას ანგარიშში არაერთხელ არის მოხსენიებული IDFI. ის ერთის მხრივ ხაზს უსვამს IDFI-ს დირექტორის გიორგი კლდიაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ მითითებას აკეთებს IDFI-ს კვლევებზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ IDFI-ს საქმიანობაზე მითითება ხდებოდა, როგორც 2012 ისე 2013 წლების ანგარიშებში.


კერძოდ, გიორგი კლდიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 12 დეკემბერს გავრცელდა 19 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომლებიც მიუთითებდნენ გიორგი კლდიაშვილი უკანონო დაკავების ფაქტზე და მოითხოვდნენ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერებას. გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების უკანონობა დადასტურდა სასამრთლო გადაწყვეტილებით, რომელიც ცალსახად მიუთითებდა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დარღვეულ საქართველოს კანონმდებლობაზე და აღნიშნავდა, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეეძლო დაესაბუთებინა გიორგი კლდიაშვილის დაკავების აუცილებლობა.


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე საუბრისას სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მითითებას აკეთებს IDFI-ს კვლევაზე, რომელის თანახმადაც 2014 წლის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებში შეიმჩნეოდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებული მაჩვენებელი. დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული მთავრობის სხდომების ღიაობასა და მიღებული დოკუმენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემებზე. ის ასევე მითითებას აკეთებს IDFI-ს მიერ განხორცილებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგებზე, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებებმა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტამდე პასუხი გასცეს გაგზავნილი 493 შეკითხვიდან 444-ს. მნიშნველოვანია აღინიშნოს, რომ საჯარო დაწესებულებები ყველაზე ხშირად არ გასცემდნენ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა თანამდებობის პირების მიერ ელ. ფოსტის საშუალებით განხორცილებულ კორესპონდენციას. ანგარიშში მოხსენიებულია ასევე 100% რეიტინგის მქონე სჯარო დაწესებულებები, ამასთან ხაზგასმულია რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეფასებულ იქნა, როგორც ყველაზე დაბალი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგის მქონე საჯარო დაწესებულება.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის ანგარიშები ფართოდ გამოიყენება როგორც აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისე სხვა უცხოური მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებების დამცველების, იურისტების, ჟურნალისტების, მკვლევრებისა და სხვათა მიერ. ანგარიშში IDFI-ის კვლევებსა და მის საქმიანობაზე მითითება ხაზს უსვამს ინტიტუტისადმი არსებულ მაღალ ნდობაზე, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ინსტიტუტებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024