IDFI-მ ყირგიზი პროფესორების დელეგაციას უმასპინძლა

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 11 მაისი 2015

ოთხშაბათს, 6 მაისს IDFI ყირგიზ პროფესორებს მასპინძლობდა.

 

ახლო მომავალში ყირგიზეთში იგეგმება სასწავლო პროგრამის - „არაკომერციული ორგანიზაციების მართვა“ - დანერგვა. აღნიშნული დელეგაცია უშუალოდ არის დაკავებული ამ პროგრამის შემუშავებით. პროფესორების საქართველოში ვიზიტის მიზანია შეხვდნენ წარმატებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შეისწავლონ მათი საქმიანობის მოდელი.

 

ყირგიზების ხუთ კაციანი დელეგაცია IDFI-ს საქმიანობის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესდა. ისინი პირადად შეხვდნენ ორგანზიაციის დირექტორს, გიორგი კლდიაშვილსა და გამგეობის თავმჯდომარეს - ლევან ავალიშვილს, ასევე კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს - გოგა ხიშტოვანს, რომლებიც სტუმრებს ესაუბრნენ ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობების, პროექტების და აქტივობების შესახებ.


დელეგაცია ასევე შეხვდა IDFI-ს ორ ანალიტიკოსს, გოგა თუშურაშვილსა და ნატა ძველიშვილს. მათ ისაუბრეს ორგანიზაციის პროექტების, კონკრეტულად - OpenData.ge-ს და „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მხარდაჭერა და მონიტორინგი“-ს ფარგლებში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.


IDFI-ის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო არქივების ღიაობისა და დოკუმენტური მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ამ კუთხით საკუთარი და ორგანიზაციის გამოცდილება დელეგაციას ივეტა გოგავამ გაუზიარა.


ყირგიზი პროფესორები დაინტერესდნენ, თუ როგორ მოახერხა IDFI-მ დაარსებიდან მოკლე ხანში ცნობილი გამხდარიყო, როგორც სანდო და საინტერესო თემებზე მომუშავე ორგანიზაცია, როგორია ახლანდელი კომუნიკაციის სტრატეგია და ძირითადად, რა საკითხებზე ამახვილებს ორგანიზაცია ყურადღებას. ამ და სხვა თემებზე მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლონდა ბერია გაესაუბრა.


ყირგიზმა პროფესორებმა IDFI-ს წარმომადგენლებს საკუთარი რჩევები და მოსაზრებები გაუზიარეს. პარასკევს, 8 მაისს კი ორგანიზაციის თანამშრომლებმა ყირგიზეთის მთავრობის პიარ გუნდს უმასპინძლეს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023