IDFI-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

სიახლეები | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 4 მარტი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის 15 პუნქტიანი წერილიდან  მხოლოდ ორ მოთხოვნას უპასუხა სრულყოფილად. დანარჩენ  საკითხებზე IDFI -იმ ან საერთოდ ვერ მიიღო ინფორმაცია, ან სამინისტროს პასუხი არ შეესაბამებოდა  მოთხოვნას.

IDFI მიიჩნევს, რომ სამინისტროს პასუხში მოყვანილი არგუმენტები ვერ ამტკიცებს ინფორმაციის დაფარვის მიზანშეწონილობას, შესაბამისად ითხოვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემას, რათა ხელი არ შეეშალოს ინსტიტუტის მიერ მონიტორინგის და შეფასების განხორციელებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არასრულყოფილი სახით მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო და „როუმინგულ“, ასევე ავტოპარკის ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ. არაკლასიფიცირებული სახით მივიღეთ მონაცემები ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებზეც;

სამინისტრომ არ გასცა ინფორმაცია მაკონტროლებელი ორგანოების მიერ დარღვევების აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით (მათ შორის შემოწმების აქტები და  დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების  შემთხვევების რაოდენობა); არ მოგვაწოდა შესყიდვების გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ წერილობითი შეთანხმებები, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული წერილებისა  და მინისტრისა და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ჩვენს მიერ ფიქსირდება ტენდენცია იმისა, რომ საჯარო დაწესებულების ნაწილი თავს იკავებს საჯარო ფინანსების განკარგვის, განსაკუთრებით პრემიებთან და დანამატებთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებისგან. 2014 წლის თებერვალში IDFI-მ ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდების გამო ადმინისტრაციული საჩივრით უკვე მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს. მინისტრის გადაწყვეტილება 11 მარტს გახდება ცნობილი.

ინსტიტუტი იმედს გამოთქვამს, რომ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები, განსაკუთრებით პასუხისმგებელი პირები აცნობიერებენ სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის საჯაროობის მნიშვნელობას სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საქმეში და მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ამ მიზნების მიღწევას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024