Transparify-იმ IDFI-ის გამჭვირვალობა მაქსიმალური 5 ვარსკვლავით შეაფასა

სიახლეები | პუბლიკაციები | სტატია 20 აგვისტო 2015

2015 წლის აგვისტოში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევითი ორგანიზაციების გამჭვირვალობის რეიტინგში უმაღლესი 5-ვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. რეიტინგი შეიქმნა პროექტ Transparify-ის ფარგლებში, რომელიც ღია საზოგადოების ფონდების კვლევითი ორგანიზაციების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და CRRC-ის მიერ იმართება. პროექტი 2014 წლის იანვრიდან ხორციელდება და მსოფლიოს მასშტაბით პირველად ზომავს კვლევითი ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას.


Transparify-მ 2014 და 2015 წლებში 169 ორგანიზაცია შეისწავლა, მათ შორის 8 ორგანიზაცია საქართველოდან. აღნიშნული რეიტინგის შედეგების მიხედვით, 2014 წელს მხოლოდ ორი ქართული ორგანიზაცია დასახელდა 5-ვარსკვლავიანი გამჭვირვალობის მქონედ - ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ხოლო 2015 წელს მათ ასევე შეუერთდა ჯამპსტარტ ჯორჯია.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) წლების მანძილზე მუშაობს როგორც ხელისუფლების, ისე საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე, ის არ ყოფილა Transparify-ის მიერ შეფასებული არც 2014 და არც 2015 წელს. სწორედ ამიტომ IDFI თავად დაუკავშირდა Transparify-ის გუნდს და სთხოვა მათ შეეფასებინათ IDFI-ის გამჭვირვალობის ხარისხი. შედეგად, Transparify-მ შეისწავლა, თუ რამდენად ასაჯაროვებს IDFI ინფორმაციას საკუთარი დაფინანსების წყაროების შესახებ - რაც მოიცავს მიმდინარე და გასული პროექტების რეგულარულად განახლებად მონაცემთა ბაზას, გასული აქტივობების სრული მიმოხილვის ერთიან დოკუმენტსა და ფინანსურ ანგარიშებს. შეფასების შედეგად 2015 წლის აგვისტოში Transparify-მ IDFI 5-ვარსკვლავიანი გამჭვირვალობის მქონე ორგანიზაციად დაასახელა. IDFI-თან ერთად უმაღლესი შეფასება კიდევ დამატებით ოთხმა კვლევითმა ორგანიზაციამ მიიღო, რომელთაგან ერთი (PMC Research Center) ასევე საქართველოდანაა:

 

 

ამ მომენტისთვის Transparify-ის შესწავლილი აქვს 10 ქართული ორგანიზაცია, რომელთაგან 5-მა მიიღო გამჭვირვალობის უმაღლესი 5-ვარსკვლავიანი შეფასება.


IDFI-ის გუნდისთვის საამაყოა, რომ ის აღიარებულ იქნა ამ გლობალურ რეიტინგში. პოლიტიკურ პროცესებზე კვლევითი ორგანიზაციების მზარდი გავლენის გათვალისწინებით IDFI იმედოვნებს, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია გახდება ისეთი ფასეულობების ერთგული, როგორიცაა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024