IDFI-ის დირექტორი ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციაზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 ივლისი 2016

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭრით, IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო 2016 წლის ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციაში (World e-Parliament Conference 2016), რომელიც ვალპარაისოში, ჩილეს პარლამენტში გაიმართა (28-30 ივნისი).

 


კონფერენცია, რომელიც ორ წელში ერთხელ იმართება, არის მსოფლიო მასშტაბის ფორუმი, სადაც საპარლამენტო საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება განიხილება. განხილვის საკითხებს შორისაა, თუ როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიებმა, როგორც ტექნიკურ ისე პოლიტიკის დონეზე, გააუმჯობესოს წარმომადგენლობა, კანონშემოქმედება და ზედამხედველობა, ასევე, გაზარდოს პარლამენტის ღიაობა, ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტურობა.


2016 წლის ელექტრონული პარლამენტის მსოფლიო კონფერენციის თანაორგანიზატორები იყვნენ საპარლამენტთაშორისო კავშირი, ჩილეს დეპუტატთა პალატა, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).


კონფერენცია შემდეგი კომპონენტებისგან შედგებოდა:

 

  • ნახევარ დღიანი თემატური ბლოკები - პოლიტიკის და ტექნიკური საკითხების შესახებ სიღრმისეული დისკუსია;
  • პარლამენტების მიერ ინოვაციების გაზიარება;
  • ორი სამუშაო შეხვედრა - (ა) სოციალური მედიის გამოყენებით მოქალაქეებთან კავშირის დამყარება და (ბ) ICT-ის გამოყენების გზები მცირე რესურსების მქონე პარლამენტებისთვის;
  • არაფორმალური დისკუსიები მცირე ჯგუფებში სხვადასხვა თემებზე;
  • ჰაკათონი (hackathon), სადაც პარლამენტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთად შექმნიან ინოვაციურ აპლიკაციებს.


მონაწილე ქვეყნების დელეგაციებში შედიოდნენ პარლამენტის წევრები, გენერალური მდივნები და საპარლამენტო ICT პერსონალი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები სამოქალაქო საზოგადოებიდან, აკადემიური სფეროდან, კერძო სექტორიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.


30 ივნისს, გიორგი კლდიაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის მიერ ღიაობის მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიღწეული შედეგი პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგი იყო. მისი თქმით, 2015 წლის დასაწყისში პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მემორანდუმი გააფორმეს და შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ პარლამენტის ჩართულობაზე ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership – OGP). საქართველოს პარლამენტმა ასევე ხელი მოაწერა საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციას.


სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფისა და პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის აქტიური თანამშრომლობის შედეგად მომზადდა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 17 ივლისს დამტკიცდა. საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმატება აისახა OGP-ის 2015 წლის სამიტზე საქართველოს პარლამენტის მიერ OGP-ის ჩემპიონთა ჯილდოს მიღებაში.


გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელება. პირველ რიგში შესრულდა ვალდებულება, რომელიც გულისხმობდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნას. საბჭო პასუხისმგებელია სამოქმედო გეგმის შედგენასა და განხორციელებაზე. მის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები პარლამენტის ყველა ფრაქციიდან. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პროცესში ჩაერთვებიან საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის მეშვეობით. პარლამენტის რეგლამენტში საჭირო ცვლილებები უკვე შეტანილია, საბჭოს ქარტია უკვე მიღებულია და მისი თავმჯდომარეც დანიშნულია. IDFI არჩეულ იქნა, როგორც საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე მისი წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ.


ამჟამად, საპარლამენტო საბჭოს მუშაობს დანარჩენი ვალდებულებების განხორციელებაზე. მაგალითად, საბჭომ უკვე დაამტკიცა რამდენიმე კონცეფცია (პარლამენტისთვის საკანონმდებლო წინადადების ელექტრონული სახით წარდგენა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივება და ა.შ.). საბჭომ უკვე შეიმუშავა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ვალდებულებათა შემდგომი შესრულების სამართლებრივი საფუძველი გახდება.



ზემოთ აღნიშნული პროგრესი შესაძლებელი გახადა პროექტმა სახელწოდებით „საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში“, რომელსაც ახორციელებს IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

კრემლის სპეციალური საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში გრძელდება

06.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024