რატომ დასჭირდა დეპუტატ თამაზაშვილს 12 წელი ბაკალავრის დიპლომისთვის

IDFI მედიაში 7 მაისი 2014

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი 2002 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ამჟამად რეგისტრირებულია როგორც იურიდიული ფაკულტეტის 2013-2014 სასწავლო წლის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი. ეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI–იმ საქართველოს პარლამენტის აპარატისაგან მიიღო.

დეპუტატი თამაზაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც IDFI–იმ გამოაქვეყნა, სიმართლეს შეესაბამება. დეპუტატის თქმით, როდესაც მან მუშაობა დაიწყო (2007 წელი), უნივერსიტეტში სწავლის პროცესი შეაჩერა დამამთავრებელ სემესტრში და წელს აღადგინა სტუდენტის სტატუსი:

"ახლა აღვადგინე და დამამთავრებელ სემესტრზე ვარ".

ალექსანდრე თამაზაშვილი დედოფლისწყაროს მაჟორიტარი 2012 წელს გახდა. იგი პრემიერ–მინისტრის ცოლის ძმაა. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მისი სპეციალობა სამართალმცოდნეობაა. ამასთან, იმავე ვებგვერდის თანახმად, იგი 2007–2012 წლებში შპს ტოპტრანსსერვისში იურისტად მუშაობდა.

საქართველოს კანონმდებლობა პარლამენტის წევრობისთვის უმაღლეს განათლებას არ მოითხოვს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან. საარჩევნო კოდექსი კი აკონკრეტებს, რომ პირს დეპუტატის მანდატის მისაღებად ქართული ენის ცოდნაც ესაჭიროება.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ

14.10.2025
განცხადებები

ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024