IDFI-ს მონაცემები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 22 აპრილი 2013

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.


 2012 წლის მოხსენებაში საქართველოს შესახებ  პატიმართა უფლებების დარღვევის, მიკერძოებულ სასამართლოსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია კორუფციის შემთხვევებსა  და მთავრობის საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობაზე. ანგარიში მოხვდა ქუთაისში პარლამენტის მშნებლობის საკითხი. აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი  IDFI -ს მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ, პარლამენტის მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯმა 196 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც  გაცილებით აღემატება ოფიციალურად დასახელებული  თანხის ოდენობას.


ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები. ნათქვამია, რომ მიუხედავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებისა, სახელმწიფო დაწესებულებები ყოველთვის არ უზრუნველყოფდნენ  საჯარო დოკუმენტების ღიაობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.


ადამიანის უფლებათა ანგარიშში IDFI-ს მიერ  2011-2012 წლებში საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების სტატისტიკაა მოყვანილი.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი პროექტის - „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ - ფარგლებში რეგულარულად ითხოვს  საჯარო ინფორმაციას სახელმწიფო დაწესებულებებიდან. პროექტი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით  ხორციელდება.

„საჯარო დაწესებულებებმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების მხოლოდ  53 პროცენტს გასცეს სრულყოფილი პასუხი. „იგნორირებული შეკითხვებისა და არასრულყოფილი პასუხების რაოდენობამ 47 პროცენტი შეადგინა. ინსტიტუტის მოთხოვნები უპასუხოდ დატოვეს  საქართველოს შინაგან საქმეთა და თვდაცვის, ასევე სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და  ლტოლვილთა  სამინისტროებმა“ -  ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024