IDFI საქართველოს პარლამენტთან აქციების მონაწილეთა დაკავებას ეხმიანება

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 21 თებერვალი 2021

2021 წლის 19 თებერვალს პოლიციამ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 25 ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის წევრები დააკავა. აქციის მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ეს ციფრი დაკავებების შემაშფოთებლად მაღალი მაჩვენებელია.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე კვლავ დააკავეს აქციის მონაწილეები, ამავე დროს ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლების კიდევ უფრო გააქტიურება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს შეკრებებისა და მანიფესტაციების კონსტიტუციური უფლების მშვიდობიან რეჟიმში წარმართვა. სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს, იმგვარი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ მდგომარეობას და ხელს შეუწყობს საპროტესტო აქციების უმართავ რეჟიმში გადასვლას.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და მკაცრად დაიცვას კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი პოლიციას ავალდებულებს შეკრების თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს პროპორციულობის პრინციპით. სამართალდამცავ ორგანოთა მიერ აქციის მონაწილეებისადმი არაპროპორციული ან/და უკანონო მოთხოვნების წაყენებით, აგრეთვე ამ მოთხოვნათა აღსრულებით ვითარების ესკალაციისთვის პასუხისმგებლობა სრულად (და)ეკისრება სახელმწიფოს.

მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიყენონ ყველა საშუალება და უზრუნველყონ შეკრების უფლების მშვიდობიან გარემოში რეალიზება. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024