ახალი კანონპროექტით მაუწყებლებს არაქართულენოვანი კონტენტის გავრცელება ეზღუდებათ

სიახლეები 5 სექტემბერი 2014

ავტორი: უჩა სეთური

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებს განიხილავს, რომლის თანახმად, არასახელმწიფო ენაზე მაუწყებლობა საეთერო ბადის არაუმეტეს 10%-ს შეიძლება შეადგენდეს. საქართველოს პარლამენტში, 2014 წლის 2 სექტემბერს, განხილული იყო "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ინიცირებაც "სახელმწიფო ენის შესახებ" საქართველოს კანონთან ერთად ხორციელდება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილების ამოქმედება დაგეგმილია 2015 წლის 1 იანვრიდან.

 

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონისათვის შემდეგი შინაარსის მე-4 პრიმა მუხლის დამატებას, რომლის პირველი პუნქტიც შემდეგ რეგულაციას აწესებს: "იმ მაუწყებელში, რომელიც მაუწყებლობას ახორციელებს სახელმწიფო ენაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასახელმწიფო ენებიც, ტელე და რადიომაუწყებლობის საეთერო დროის არაუმეტეს 10%-ისა. "

 

ამ ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდება, ყველა მაუწყებელი, როგორც ტელევიზია ასევე რადიო კომპანია, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, იძულებული იქნება 2015 წლის 1 იანვრიდან, შეზღუდოს იმ პროდუქციის განთავსება პროგრამულ ბადეში 10%-იანი კვოტის დაცვით, რომლის პირველადი წარმოების ენა არ არის ქართული.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციით მიღების შემთხვევაში ინგლისურ და სხვა ენაზე არსებული კონტენტის ტრანსლირებისას, მაუწყებელი იძულებული იქნება დაიცვას 10%-იანი ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ, მაგალითად, მუსიკალური ვიდეო რგოლების, ან თუნდაც, ფილმების ტრანსლირებისას უნდა მოხდეს მათი სრულად თარგმნა ქართულად. დაგვეთანხმებით, შეუძლებელია აღნიშნულის პრაქტიკაში განხორციელება, რამაც, შესაძლოა გამოიწვიოს სატელევიზიო ბადიდან ასეთი პროდუქტების შემცირება ან სრულიად გაქრობა.

 

ქართული ტელერადიო სექტორის ის მაუწყებლები, რომლებიც საეთერო ქსელით ვრცელდებიან, დამოკიდებულნი არიან სარეკლამო ბაზრის შემოსავლებზე და შესაბამისად მათი კონტენტის ხარისხი ამ თანხების უკავშირდება. თუ გადავხედავთ ტელე მაუწყებლების ან რადიო მაუწყებლების მიერ მოპოვებული სარეკლამო შემოსავლების წილს და მათ კონტენტს, ცხადად დავინახავთ, რომ ამ ცვლილებებით სწორედ მცირე შემოსავლიანი და სპეციალიზირებული (გასართობი პროგრამები საინფორმაციო გადაცემების გარეშე) მაუწყებლობის ლიცენზიანტები დაზარალდებიან. ამის მიზეზია ის, რომ მათი სამაუწყებლო პროგრამული ბადე შევსებულია უცხოენოვანი მუსიკალური პროდუქციით. ბევრად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება რეგიონული ტელე და რადიო მაუწყებლები.

 

 

ამ კონტექსტში საინტერესოა სამი ტელევიზიის პროგრამული ბადის განხილვა, კერძოდ "კავკასია", "აფხაზეთის ხმა" და "GDS" , რომელთა პროგრამული ბადის დიდი ნაწილი მუსიკალური პროდუქციით არის შევსებული.

 

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი ბევრად უფრო ართულებს მდგომარეობას რადიო მაუწყებლების შემთხვევაში, რომელთა პროგრამების უმეტესობა უცხოენოვანია, ხოლო მაუწყებლობა ქართულენოვანი. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რადიო მაუწყებლები რადიო "ჯიპა", რადიო "კომერსანტი", რადიო "ცხელი შოკოლადი" , ისევე როგორც რადიო მაუწყებლების დიდი ნაწილი, მათ ეთერში ძირითადად არაქართულენოვანი მუსიკალური ნაწარმოებებია განთავსებული.

 

ინიცირებულ კანონპრექტზე თანდართული განმარტების შესაბამისად (პუნქტი ბ.ე) ცვლილებების მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კონტენტის ქართულ ენაზე დამატებით შექმნა/გახმოვანება, მაუწყებლების ზედმეტ ფინანსურ რესურსს საჭიროებს.


შემოთავაზებული რეგულაცია არ არის ნეიტრალური და განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს საკაბელო ე.წ. ტრანზიტულ და სიხშირულ (საეთერო და თანამგზავრულ) მაუწყებლებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი რეგულაცია მაუწყებლების მდგომარეობას უფრო ართულებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში.

 

IDFI-ის რეკომენდაციები "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით:

 

-  რეგულაცია არ უნდა გავრცელდეს რადიო მაუწყებლებზე;
-  ცვლილებები უნდა შეეხოს მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებს;
- აღნიშნული შეზღუდვა უნდა გავრცელდეს მხოლოდ ფილმებზე და რეგულაციის შემოღება მოხდეს "მაუწყებლობის შესახებ"    საქართველოს კანონის მუხლი 511 (მაუწყებლის მიერ ფილმის ეთერში განთავსება) დისპოზიციის გათვალისწინებით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024