როგორ გაიზრდება პარლამენტის ბიუჯეტი

სიახლეები | კვლევები | ანალიზი 21 მაისი 2014

მედიაში გავრცელებული უახლოესი ცნობების მიხედვით  საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 54 მილიონ 695 ათასი ლარი იქნება, რაც წლევანდელს დაახლოებით 2 მილიონ  ლარით აღემატება. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მომავალი წლისათვის ბიუჯეტის გაზრდილი თანხა ძირითად შრომითი ანაზღაურების ზრდას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.

 

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე პროაქტიულად განთავსებულ  და ინსტიტუტისათვის მოწოდებულ  დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება 2013 წელს საქართველოს პარლამენტის შრომის ანაზღაურებისა და ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებული ინფორმაცია.  ამასთან 2013 წელს პარლამენტის მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა 2013 წელს შრომის ანაზღაურების ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა 23 161 127 ლარი. რომელიც გადანაწილდა შემდეგნაირად.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებს 2013 წლის განმავლობაში  პრემიები არ მიუღიათ და შესაბამისად მათი შრომის ანაზღაურებით  მიღებული შემოსავლები შეადგენდა მხოლოდ მათ სარგოს (2000 ლარი) დამატებული სადეპუტატო  უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი.

 

ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთ მოყვანილი კომპენსაციისათის გამოყოფილი 1 367  303, 91 ლარი გადაცემულია მხოლოდ პარლამენტის წევრებისათვის ბინის ქირის ასანაზღაურებლად.

 

საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის  შეფასებით საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტის  ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ   პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება ყველაზე დაბალია საჯარო მოსამსახურეებს შორის.

 

ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება 2013 წლის 18 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით  დამტკიცებული პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და დანამატების ოდენობის შესახებ ინფორმაცია.

 

პარლამენტის წევრებისგან განსხვავებით, აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა 2013 წლის განმავლობაში დაირიცხა  2 294 516 ლარის პრემია.  მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2013 წელს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების  ოდენობა განახევრებულია 2012  წელთან შედარებით (2012 წელს აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით გაიცა 4 927 487,8 ლარი) აღნიშნული არ განაპირობებდა თანამშრომელთა შემოსავლების კლებას ვინაიდან წინა წელთან განსხვავებით პარლამენტის თანამშრომლები 2013 წლიდან ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატსაც.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 2015 წელს გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში  იგეგმება აგრეთვე ავტოპარკის განახლება. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით დღეის მდგომარეობითპარლამენტის ბალანსზე იმყოფება 96 ავტომობილი, რომელთა რემონტის ხარჯმა 2013 წელს შეადგინა 278 611,24 ლარი, სათადარიგო ნაწილების შეძენამ -  74 571 ლარი, ხოლო ტექნიკური მომსახურების ხარჯმა - 33 790 ლარი.

 

აღნიშნული 96 ავტომობილიდან 2013 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით პარლამენტის წევრებზე პერსონალურად გადანაწილებული იყო შემდეგნაირად:

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024