მედია გაშუქება - რამდენად მწვავედ დგას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროება საქართველოში

IDFI მედიაში 24 მარტი 2015

23 მარტს IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული, პროკურატურიდან გამოთხოვილი მონაცემთა ანალიზის „რამდენად მწვავედ დგას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროება საქართველოში“ შესახებ მომზადდა სამი სატელევიზიო სიუჟეტი რუსთავი ორის, მაესტროს და კავკასიის მიერ და გამოქვეყნდა არაერთი სტატია სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ვებ-გვერდებზე, მათ შორის: ლიბერალი, ტაბულა, ნეტგაზეთი, პირველი რადიო, INFO9, Newsport.ge, Gurianews.ge, TVfree.

 

ტელეკომპანია მაესტრო IDFI-ს წარმომადგენლის გარდა კიდევ არაერთ რესპონდენტს გაესაუბრა, თუმცა პროკურატურისგან აღნიშნულ თემაზე მათთან კომენტარი არავინ გააკეთა. 

 

"წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოსძიებლად პროკურატურისგან დამოუკიდბელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატვით გამოდის. ორგანიზაცია პროკურატურაში ახალი დეპრტამენტის შექმნას მიესალმება. თუმცა, შესაძლო ინეტრესთა კონფლიქტის საფრთხზე საუბრობს"- აღნიშნულია ტელეკომპანია კავკასიის სიუჟეტში.

 

რუსთავი ორმა საუბარი დაიწყო იმით, რომ ინსტიტუტმა პროკურატურისგან ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ მიიღო.

 

ლიბერალმა, სტატიაში „მთავრობას მოვუწოდებთ, პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნით არ შემოიფარგლოს“ მოკლედ მიმოიხილა გამოქვეყნებული მონაცემები და ინსტიტუტის მიერ მომზადებული ვიზუალიზაციაც დაურთო.

 

"საქართველოს პროკურატურამ ორგანიზაციას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შესახებ რომელთა წინააღმდეგაც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშულისთვის დევნა დაიწყო 367 სჯარო მოხელის წინააღმდეგ. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის მიმართ, გამამართლებელი 29 პირის მიმართ, 13 პირი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება." - ვკითხულობთ ნეტაზეთის სტატიაში. 

 

2012 წლამდე ჩადენილი დანაშულისთვის დევნა 367 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო - ამ საკითხის ირგვლივ განავრცო IDFI-ს ინფორმაცია თავის სტატიაში ტაბულამ

 

INFO9-მ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის იანვრამდე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ პრკურატურაში 52 530 საჩივარი შევიდა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საჯარო პირების მიერ მოქალაქეთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა. პირველი რადიოსთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, თუ რამდენად ეფექტურად გამოიძიებს პროკურატურა აღნიშნულ საქმეეებს.

 

558 ძველი კადრი პროკურატურაში - რა ხდება საგამოძიებო უწყებაში - ამ სათაურით სტატია IDFI-ს მონაცემებზე დაყრდნობით Newsport.ge-მ მოამზადა.


TVFree-მ კიდევ ერთხელ გააჟღერა IDFI-ს მთავრობისადმი მოწოდება: „ვფიქრობთ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სხვა დაინტერესებულ პირთა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ინფორმირებულობა. აღნიშნული უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის მიმართ“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024