სამოქალაქო კონტროლის ცხელი ხაზი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) ამოქმედდა სამოქალაქო კონტროლის ცხელი ხაზი: IDFIhotline@gmail.com რომლის მიზანია ხელისუფლების საქმიანობაზე სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფა.

 

რა საკითხებზე შეგიძლიათ მოგვმართოთ?

 

ცხელი ხაზის მეშვეობით, ნებისმიერ მოქალაქეს (მათ შორის აქტივისტს, ჟურნალისტს, ბიზნესის წარმომადგენელს და ა.შ.) შეუძლია დაგვიკავშირდეს და გვაცნობოს შემდეგი ფაქტების შესახებ:

 

 - საჯარო სექტორში (მათ შორის სახელმწიფო საწარმოები, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები) შესაძლო გადაცდომები;

 

 - საჯარო ფინანსების არასწორი და უკანონო განკარგვა;

 

 - სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ფაქტები; 

 

 - საჯარო მოხელეთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა;

 

 - დარღვევები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;

 

 - საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის შემთხვევები;

 

 - ნეპოტიზმი და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები;

 

 - საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება.

 


როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ?

 

1. მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: IDFIhotline@gmail.com


2. ანონიმური შეტყობინებისთვის, გამოიყენეთ ქვემოთ არსებული დაკავშირების ონლაინ ფორმა.

თქვენი კონფიდენციალურობა და პირადი მონაცემები დაცული იქნება!

  

 

როგორ დაგეხმარებით?


მიღებული შეტყობინებების საფუძველზე IDFI:

 

1. გადაამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში შეისწავლის საკითხს;


1. შესაბამისი საჯარო დაწესებულებიდან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას;


2. გაანალიზებს მოთხოვნის შესაბამისად მიღებულ საჯარო ინფორმაციას;


3. დარღვევების დადასტურების შემთხვევაში, IDFI საჯაროს გახდის შემთხვევას ან რეაგირებისთვის მიმართავს სხვადასხვა ორგანოებს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სასამართლოს (მხოლოდ საჯარო დაწესებულებების მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში).

 

*** IDFI გაცნობებთ, რომ ცხელი ხაზი არ არის განკუთვნილი პირადი ხასიათის საჩივრების, მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შეფასებების და/ან სხვა სახის ტექნიკური ხარვეზების შესახებ უკმაყოფილების დასაფიქსირებლად.

 

 

IDFI მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

 

 

 

 

 

 

 

ცხელი ხაზი შეიქმნა გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის Luminate-ის მხარდაჭერით.