ესტონეთის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დღის წესრიგი და ელ - მართველობის მომავალი

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 14 ოქტომბერი 2015

კალევ ლეტარუ

 

ახლახანს, ვაშინგტონში მდებარე მსოფლიო ბანკის სათაო ოფისმა უმასპინძლა კონფერენციას სახელად, „ესტონეთის ICT დღის წესრიგი: ციფრული გადაწყვეტილებები მდგრადი განვითარებისთვის“. კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ესტონეთის პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვსი, ესტონეთის ინფორმაციული სისტემების უწყების გენერალური დირექტორი თაიმარ პეტერკოპი და მრავალი სხვა. მომხსენებლები ძირითადად განიხილავდნენ, თუ როგორ მოახერხა ესტონეთმა ელ-მართველობის განვითარების გლობალური მოდელის შეექმნა. ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის, რომელიც ასევე ცდილობს დანერგოს ელექტრონული მმართველობის მიღწევები ესტონური გამოცდილება ყურადსაღები და გასათვალისწინებელი უნდა იყოს.


ესტონეთის შთამბეჭდავი ელ-მართველობის სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში შეასრულონ ისეთი პროცედურები, როგორიც არის არჩევნებში მონაწილეობა ე.ი. ხმის მიცემა, გადასახადების რეგისტრაცია ან უბრალოდ სათევზაო ნებართვის შეძენა. მეტიც, დღესდღეობით მომსახურების ცენტრებში მოქალაქეთა მისვლა, მხოლოდ დაქორწინების, განშორებისა და ქონების შესყიდვის შემთხვევაშია აუცილებელი. ყველა დანარჩენი საქმის წარმოება მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის თავიდან ბოლომდე ელექტრონულად არის შესაძლებელი. ნებისმიერი სერვისი ხელმისაწვდომია მათ შორის სმარტ-ფონით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე უცხოეთიდან.


ესტონეთის პრეზიდენტმა ილვსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბიუროკრატიული და შრომატევადი საკანცელარიო სამუშაო ჩაანაცვლა, ახალმა, უფრო თანამედროვე ელექტრონულმა მართველობის სისტემამ, რომელმაც პატარა ესტონურ სახელმწიფოს საშუალება მისცა, სერვისების ხარისხიანი უზრუნველყოფით კონკურენცია გაუწიოს, უფრო დიდ და მდიდარ სახელმწიფოებს.


ამასთანავე, პრეზიდენტმა უპასუხა ხშირად გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრონული მმართველობის განვითარება იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და უმუშევრობის ზრდას. ილვსმა აღნიშნა, რომ ესტონეთში სწორედ საპირისპირო მოხდა. ტექნოლოგიურ პროცედურებზე გადასვლამ, მცირერიცხოვანი საჯარო სექტორი გაცილებით ეფექტური და ქმედითი გახადა და ამავე დროს მკვეთრად შეამცირა საბიუჯეტო დანახარჯები.


მაგალითად, ესტონეთის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შტატი ნახევრამდე შემცირდა, იმის შემდეგ, როდესაც დაინერგა გადასახადების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა. ესტონეთის მსგავს პატარა ქვეყნებს ანალოგიური სისტემა საშუალებას აძლევს ეფექტურად მართოს მომსახურე პერსონალი, უწყების ბიუჯეტი და ქმედითად ემსახუროს მის მოქალაქეებს.


ესტონური ელ-მართველობის საფუძველს წარმოადგენს სრულიად დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც განპირობებულია მოდელით, ‘only once’ ე.ი. ‘მხოლოდ ერთხელ’. ამ მოდელის ფარგლებში მოქალაქის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია არის გამოთხოვილი მხოლოდ ერთხელ და ინახება იმ სტრუქტურაში, რომელმაც ეს მონაცემი გამოითხოვა და ამ ინფორმაციას საჭიროებს. შესაბამისად, განსხვავებით ამერიკული ან თუნდაც ქართული მოდელისგან, სადაც მოქალაქეს ყოველი ელექტრონული სერვისის მიღებისას უწევს ყოველ ჯერზე შესაბამისი კითხვარის შევსება (მაგ. სახელის, მისამართის და სხვა მონაცემის მითითება), ესტონური მოდელი ინფორმაციას მოქალაქისგან ითხოვს მხოლოდ ერთხელ და ინახავს მას განცალკევებით, მხოლოდ საჭიროების მიხედვით აკავშირებს მონაცემებს ერთმანეთთან და აღნიშნული პროცესი არის გამჭვირვალე მომხმარებლისთვის.


შესაბამისად, მოქალაქეებისთვის მინიმუმამდეა დაყვანილი ონლაინ სერვისებში საკუთარი მონაცემების რეგისტრაციის პროცედურა (მაგ. თუ მოქალაქემ რაიმე სერვისით სარგებლობისას ერთხელ შეიყვანა საკუთარი მონაცემები, სხვა სერვისით სარგებლობისას მას აღარ უწევს იგივეს გაკეთება, რადგან სერვისების ბაზები უკავშირდებიან ერთმანეთს და მიმდინარეობს მონაცემთა გაცვლა ელექტრონულ რეჟიმში), რაც სწრაფს და გამარტივებულს ხდის საქმის წარმოებას. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე მდინარის პირას სეირნობს და მოულოდნელად გადაწყვიტა თევზაობა, მას შეუძლია უბრალოდ სმარტ-ფონის მეშვეობით ხუთ წუთზე ნაკლებ დროში სათევზაო ნებართვის აღება. ფაქტია, აგრეთვე ის, რომ ესტონეთში ნებართვების 90% გაცემულია ელექტრონულად, ასევე, უკანასკნელ არჩევნებში ხმების თითქმის ერთი მესამედი ელექტრონულად იყო მიცემული.


აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავება სხვა ქვეყნებში არსებული ელ-მმართველობის მოდელებისგან, რომლებსაც აქვთ უწყებებს შორის მონაცემთა და მონაცემთა ბაზების დუბლირების პრობლემა. სხვა სისტემებისგან განსხვავებით, ესტონეთის დეცენტრალიზებული სისტემა არის ასევე გაცილებით უსაფრთხო. ცენტრალიზებულ სისტემაში, ერთ კიბერ-თავდასხმას შეუძლია დააზიანოს მთელი მონაცემთა ბაზა, რაც უდიდეს ზარალს გამოიწვევს. უსაფრთხოების მიზნით, ესტონეთმა განავითარა კონცეფცია „მონაცემთა საელჩოები“ (“data embassies”), რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, კერძოდ ესტონეთის საელჩოებში, სარეზერვო მონაცემთა ბაზების შექმნას გულისხმობს. ასეთი მონაცემთა საელჩოები, ესტონეთში სამთავრობო დაწესებულებების ბაზების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში ან თუნდაც სხვა საგანგაშო სიტუაციების დროს, უზრუნველყოფს მონაცემთა დაცულობას და გადარჩენას.


საინტერესოა, რომ პრეზიდენტ ილვსის თქმით, ესტონური სისტემის დეცენტრალიზაცია შემთხვევით მოხდა, რადგან მისი დაარსების დროს, ხარჯების გათვალისწინებით ესტონეთს არ ქონდა იმის საშუალება, რომ შეექმნა ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, რამაც გამოიწვია დეცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების აუცილებლობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უდავოდ გამართლებული აღმოჩნდა. პრეზიდენტმა ილვსმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ამას წლების განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი, პრაგმატული მიდგომით, მისი ქვეყნის ცვალებად მოთხოვნებთან და საჭიროებებთან შესაბამისობით ახორციელებდა. სწორედ ამიტომ, არ არსებობს ცალკეული წარმატების ფორმულა, რომლითაც სხვა ქვეყნები კვალდაკვალ გაყვებიან ესტონეთის მაგალითს. მიუხედავად ამისა, ესტონეთი თავის პარტნიორებს უზიარებს პროგრამული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურას და რამდენიმე ქვეყანა უკვე ახორციელებს ან განიხილავს მის იმპლემენტაციას.


პრეზიდენტმა ილვსმა ხაზი გაუსვა ასევე გამჭვირვალობის მნიშვნელობას, როგორც ესტონური ელ-მართველობის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს. მოქალაქეებს აქვთ საშუალება თვალი ადევნონ ყველა ინფორმაციას, რომელსაც მათ შესახებ ფლობს სახელმწიფო და ასევე შეუძლიათ გაეცნონ სრულ სიას იმ ადამიანებისა/უწყებებისა, რომლებსაც ოდესმე შეხება ქონიათ მათ პერსონალურ მონაცემებთან.


ესტონეთისგან განსხვავებით, აშშ-ში მოქალაქეებს არ აქვთ უფლება გაიგონ თუ ვის ქონია მათ მონაცემებთან შეხება. მაგალითად, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის თავჯდომარის ზედამხედველობის კომისიას არ ქონდა საშუალება სცოდნოდა, იმის შესახებ რომ მინიმუმ 45 საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი გაეცნო მათ პერსონალურ მონაცემებს. ასე რომ, აშშ-ში უმაღლესი თანამდებობის პირსაც კი არ აქვს ხელმისაწვდომობა მისი პირადი ინფორმაციის განკარგვის შესახებ და ამ დროს ესტონეთის თითოეული მოქალაქე არის სრულიად ინფორმირებული მისი პირადი მონაცემების განკარგვის შესახებ და თავადვე აკონტროლებს მასზე პირადი ინფორმაციის გადინებას.


ღონისძიების ფარგლებში ასევე აღინიშნა, რომ საერთაშორისო გამჭირვალობის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, ესტონეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა და 2014 წელს ესტონეთი მსოფლიოს მასშტაბით 26-ე ადგილზე იყო ყველაზე არა-კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგში. პრეზიდენტმა ასეთი შედეგი დიდ-წილად ელექტრონული მმართველობის განვითარებას დაუკავშირა, რადგან იგი ამარცხებს გავრცელებულ მექრთამეობას და ნეპოტიზმს.


პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო ესტონეთის მთელ ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტის ე.წ. ვაიფაის წვდომას, რომელიც ესტონეთის ნიშად იქცა. პრეზიდენტმა მიუთითა, რომ ეს არა მთავრობის ინიციატივით, არამედ ბიზნეს სექტორის დამსახურებაა. ძველი ტალინის ტურისტულ უბნებში, რამდენიმე კაფემ უფასო ინტერნეტი შესთავაზა კლიენტებს, შემდგომ ამას სხვა კაფეებმა და სასტუმროებმაც მიბაძეს და იმავე მომსახურეობის უზრუნველყოფა დაიწყეს, რადგან კონკურენციას არ ჩამორჩენილიყვნენ. ასე გავრცელდა უფასო ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით.


მსგავსად ესტონეთისა, საქართველოც პატარა ქვეყანაა და ამ კონტექსტში ორივე ქვეყნის გამოწვევები შეესაბამება ერთმანეთს. ელ-მმართველობის კუთხით ესტონეთი საქართველოზე უფრო განვითარებული ქვეყანაა, შესაბამისად ესტონეთში აპრობირებული ტექნოლოგიური სისტემის დანერგვამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააჩქაროს საქართველოს განვითარების ტემპიც. ელექტრონული მმართველობა უნდა გახდეს გამჭვირვალობისა და კორუფციასთან ბრძოლის გარანტი, ამასთანავე მმართველობის ასეთი სტილი ხელს შეუწყობს ეფექტურ ეკონომიკურ მართვის ახალი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას. ამისთვის კი საჭიროა საქართველოში, განსაკუთრებულად რეგიონებში მოხდეს მოსახლეობის ინტერნეტიზაცია და გაიზარდოს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა.

 

წყარო: Forbes.com

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024