IDFI-მ ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

სიახლეები 28 მაისი 2014

28 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ორგანიზაციის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარა სტალინიზმის შესახებ.

 

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელი შეეხო 1937-38 წლების რეპრესიების თემას და ისაუბრა ორგანიზაციის გამოცდილებაზე ამ პერიოდის შესწავლის კუთხით. საქართველოში 1937-1938 წლებში სტალინის და პოლიტბიუროს წევრთა უშუალო ხელმოწერით 3615 ადამიანი იქნა რეპრესირებული. მოსკოვიდან თბილისში იგზავნებოდა რეპრესირებულთა სახელები, გვარები და სასჯელის ზომა. საქართველოზე ასეთი 12 სია არსებობს, რომელიც სხვადასხვა დროს იქნა გამოგზავნილი.

 

მოსწავლეები გაეცნენ რეპრესიების მსხვერპლთა სურათებსა და გასამართლების ოქმებს. ასევე, საუბარი შეეხო რეპრესირებულთა სამარხების თემას. ჯერჯერობით, მსხვერპლთა სამარხები საქართველოში აღმოჩენილი არ არის. გიორგი კლდიაშვილმა დამსწრეებს გაუზიარა IDFI-ს პოლონელი პარტნიორების გამოცდილება და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში იგეგმება რეპრესირებულთა სამარხების ძიება პოლონელი პარტნიორების დახმარებით.

 

გარდა 1937-38 წლების რეპრესიებისა, შეხვედრაზე ისაუბრეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეების ბედზე. მოსაწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს რეპრესირებულთა ბაზაში მოძიებული წარმოშობით ხაშურის რაიონიდან მყოფი ადამიანების მიმართ. მათ გადაეცათ ამ პირთა სიები. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დაწვრილებით ინფორმაციას მოიძიებენ ამ ადამიანებზე და გამოთქვეს ორგანიზაციასთან თანამშრომლობის და არქივში მუშაობის სურვილი.

 

IDFI მიესალმება მოსაწავლეთა დაინტერესებას ამ საკითხით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024