შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

ბლოგპოსტები 31 მაისი 2018

ანალიტიკური სტატიის ავტორია ანა ქათამაძე და ის დაიწერა კონკურსისთვის „მონაცემები ცვლილებებისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის, ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ანა ქათამაძე არის კონკურსის გამარჯვებული - IV ადგილის მფლობელი.

 

----------

 

2014 წელს საქართველომ მოახდინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება და აიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების რეალიზების პასუხისმგებლობა, მათ შორის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან მიმართებაში, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილს წარმოადგენს და მოიცავს უფლებას ძალადობის და დისკრიმინაციის გარეშე მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილება სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (სქესობრივი ურთიერთობების და ოჯახის დაგეგმვის ჩათვლით) და ხელმისაწვდომობას შესაბამის ინფორმაციასა და სერვისებზე.

 

რეპროდუქციული უფლებების რეალიზება განსაკუთრებით აქტუალურია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისთვის, რამდენადაც ისინი დისკრიმინაციულ მოპყრობას როგორც შეზღუდული შესაძლებლობის, ასევე სქესის ნიშნითაც განიცდიან – გავრცელებული შეხედულებების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არიან ასექსუალები, ვისაც არ შეუძლია ყავდეს პარტნიორი, შექმნას ოჯახი და გახდეს დედა (რაც ასევე განპირობებულია არსებული გენდერული სტერეოტიპებით ქალისა და მამაკაცის სოციალურ როლთან დაკავშირებით), შესაბამისად, ისინი ხშირად არც განიხილებიან რეპროდუქციული უფლებების სუბიექტებად და მათი საჭიროებები სახელმწიფო პოლიტიკის მიღმა არის დარჩენილი, რაც არა მარტო ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას წარმოადგენს, არამედ განაპირობებს ღირსების შემლახავ მოპყრობასაც.

 

შშმ ქალებისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება, რასაც განაპირობებს როგორც ზემოაღნიშნული სტიგმა შშმ ქალთა სექსუალობაზე და არსებული გენდერული სტერეოტიპები, სერვისების მიმწოდებელთა ცნობიერების დაბალი დონე მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე, გარემოს ფიზიკური ხელმისაწვდომობის და ინფორმაციის არ არსებობა შესაბამის ფორმატში და სხვა. შშმ ქალები ასევე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია სხვადასხვა ფორმის გენდერული ძალადობის მიმართ, მათ შორის იძულებითი აბორტი, იძულებითი კონტრაცეფცია და სტერილიზაცია.

 

შშმ ქალების საჭიროებებზე მორგებული სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შექმნაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემთა ანალიზს. მონაცემების შეგროვებისა და კვლევების ჩატარების აუცილებლობას ხაზს უსვამს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახი ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციაც“ (სტამბოლის კონვენცია), რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს რეგულარულად შეაგროვონ დეტალური სტატისტიკური მონაცემები და მხარი დაუჭირონ შესაბამის კვლევებს ამ კონვენციის განსახორციელებლად მიღებული ზომების ეფექტურობისთვის (მუხლი 11).

 

წინამდებარე სტატიის მიზანია შეაფასოს სახელმწიფო პოლიტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან კავშირში და გამოავლინოს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. სტატია ეყრდნობა სამაგიდო კვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზს.

 

 

/public/upload/IDFI_Photos_2018/data_lab/ana_katamadze.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024