შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის მიმართულებით აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა

სიახლეები | განცხადებები 21 ივლისი 2020

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ მიაქცია საზოგადოების ყურადღება საქართველოში შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხისადმი. ცხადად წარმოჩინდა საზოგადოების ცნობიერებაში, კანონმდებლობასა და პრატიკაში არსებული კომპლექსური პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას სისტემურ დონეზე.


IDFI-მ ბოლო წლების განმავლობაში გამოაქვეყნა არაერთი სტატია, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის, ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მეპატრონეთა პასუხისმგებლობის საკითხების შესწავლა.

 

დღეის მდგომარეობით მოცემული მიმართულებით არსებული პრობლემები შესაძლებელია დაჯგუფდეს რამდენიმე მიმართულებით:

 

- ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩოს არქონა - საქართველოში დღეის მდგომარეობით არ არსებობს შინაურ-ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მარეგულირებელი ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც განსაზღვრავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის: შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის აუცილებლი სტანდარტები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათი გადაადგილების წესები, ცხოველთა ტრანსპორტირების სტანდარტები, მეპატრონეთა და მიმკედლებელთა პასუხისმგელობა, ცხოველთა დაძინებისა და ევთანაზიის პირობები, ცხოველთა რეგისტრაციისა და პოპულაციის მართვის სტანდარტები და ა.შ.

 

შესაბამისად აუცილებელია ყოვლისმომცველი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა და ცხოველთა თანაარსებობისთვის აუცილებელი გარემოს შექმნასა და ცხოველთა, ისევე როგორც საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. 

 

- სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების არ არსებობა - საქართველოში ძალზედ დაბალია ცხოველთა წამების და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიებათა დაწყების მაჩვენებელი. მსგავს ქმედებათა უმრავლესობა არ აღწევს სამართალდამცავ ორგანოებამდე.

 

პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა ცხოველთა წინააღმდეგ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სტატისტიკის სრულყოფილი სახით წარმოება. რაც შეუძლებელს ხდიდა სრული სურათის დანახვასა და პრობლემის მასშტაბის განსაზღვრას.

 

ამ მხრივ დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ბოლოდროინდელი ინიციატივა, რომლის თანახმადაც დეპარტამენტმა დაიწყო ცხოველისადმი არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობის საქმეების მონიტორინგი. აღნიშნული მომავალში უზრუნველყოფს სრულყოფილ სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომას და გაამარტივებს პრობლემის მასშტაბის შეფასებას.

 

- საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე - საკანონმდებლო ცვლილებათა ძალაში შესვლამდე აუცილებლია შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის მიზნით. ცხოველთა მეპატრონეებსა და მიმკედლებლებს უნდა ქონდეთ სრული ინფორმაცია საკუთარი ვალდებულებების, მათი დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლო პასუხიმგებლობის ზომების შესახებ. ამასთან საზოგადოების თითოეულ წევრს სრულად უნდა ქონდეს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას შესაძლებელია დაეკისროს ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობისთვის.

 

ბოლო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცხოველისადმი არასათანადო ან/და სასტიკი მოპყრობის საქმეების მონიტორინგის მიმართულებით. აღნიშნული მომავალში შესაძლებლობას მოგვცემს სრულად შევაფასოთ პრობლემის მასშტაბი, თუმცა შინაურ ბინადარ ცხოველთა და საზოგადოების თანაარსებობისთვის აუცილებელია კომპლექსური, ყოვლისმომცველი ნაბიჯების გადადგმა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია,  შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით არსებული პრობლემები სრულად იქნეს გააზრებული მაღალ პოლიტიკურ დონეზე. ამის შემდეგ კი უნდა გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნის მიზნით.  

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024