კარგი მმართველობის ფორუმი 2022: მთავარი გზავნილები და შედეგები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 19 დეკემბერი 2022

2022 წლის 13 დეკემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კარგი მმართველობის საკითხებზე საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია, სახელწოდებით დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა: კარგი პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები გამართა. ფორუმი IDFI-ის ორგანიზებითა და გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ისა და  USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ეს იყო კარგი მმართველობის ფორუმების (GG ფორუმი) რიგით მეოთხე სერია, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად, 2019 წლიდან ტარდება. კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო ექსპერტების, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით, კარგი მმართველობის რეფორმის დღის წესრიგის გარშემო ცნობიერების ამაღლებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და დისკუსიის წახალისებას.

 

2022 წელს გამართული საერთაშორისო კონფერენციის მთავარ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის თანმიმდევრულ განვითარებაში, მუნიციპალიტეტების მედეგობის ამაღლებასა და დეცენტრალიზაციის დაჩქარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენდა. ფორუმზე განსახილველ საკითხებს შორის აგრეთვე გახლდათ მუნიციპალიტეტების გაციფრულება და საჯარო სერვისების ხარისხიანი მიწოდებისთვის სტაბილური საფუძვლების შექმნა.

 

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ ამ საკითხებზე მომუშავე წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები და ექსპერტები, მათ შორის: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამა (OGP Local), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (PSDA), ლატვიის ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობათა ასოციაცია (LALRG), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტი (OECD-SIGMA), ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), Access Info, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC), ადგილობრივი დემოკრატიის ქსელი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა.

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, კევინ მაკლოკლინმა.

 

„ბოლო ათწლეულის მანძილზე, საქართველომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ჭრილში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ქვეყანამ დაამტკიცა 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია. დეცენტრალიზებული სისტემა მთავრობას საშუალებას მისცემს შესაბამისად უპასუხოს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა საჭიროებებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა გიორგიმ აუდიტორიასთან მისალმების დროს.

 

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა, კევინ მაკლოკლინმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა დეცენტრალიზაციის რეფორმის მნიშვნელობას, ეფექტური თვითმმართველობისა და მუნიციპალურ დონეზე სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის.

  

 

პირველი პანელს - დეცენტრალიზაციის რეფორმები: წარმატების ფორმულა, გამოწვევები და შესაძლებლობები -  მოდერაცია გაუწია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერმა, ნინო კაკუბავამ. მომხსენებლებს შორის იყვნენ:

 

- დავით ლოსაბერიძე – თავმჯდომარე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელი

- მარის პუკისი - უფროსი მრჩეველი, ლატვიის ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობათა ასოციაცია (LALRG)

- მზია გიორგობიანი – მინისტრის მოადგილე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

- ვაჟა სალამაძე - ხელმძღვანელი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეოდბნენ როგორც საქართველოს მთავრობის, ისე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხსენებლებმა ფისკალურ დეცენტრალიზაციასა და აღნიშნულ პროცესში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა და მუნიციპალიტეტებში 2023 წლისთვის დაგეგმილ საბიუჯეტო ასიგნებებს გაუსვა ხაზი. გარდა ამისა, მომხსენებლებმა დეცენტრალიზაციის პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორებიც მიმოიხილეს. და ბოლოს, გადაჭრის გზებზე საუბრისას პანელის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან გაჟღერდა ლატვიის კარგი პრაქტიკა, რომელიც შესაძლოა რელევანტური იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

  

 

მეორე პანელურ დისკუსიას, სახელწოდებით გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ადგილობრივი თვითმმართველობა: მთავარი პრინციპები, წარმატებული მაგალითები და მიღებული გამოცდილება - მოდერაცია გაუწია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ექსპერტმა, მიხეილ დარჩიაშვილმა. პანელისტებს შორის წარმოდგენილნი იყვნენ:

 

- ენდი უილიამსონი - უფროსი მკვლევარი, საპარლამენტთაშორისო კავშირის ინოვაციების ცენტრი

- ჰელენ დარბიშირი - აღმასრულებელი დირექტორი, Access Info

- ირაკლი კოტეტიშვილი - პოლიტიკის ანალიზის ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამის სტამბულის რეგიონალური ცენტრი

- ხოსე მარია მარინი - პროგრამის უფროსი ოფიცერი, ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამა (OGP Local)

- თამარ ღლონტი - დამფუძნებელი/ხელმძღვანელი, ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი 

 

მეორე პანელური დისკუსია დღის წესრიგში ახალი იდეების გაჟღერების მიზნით შეეხო სათათბირო/მონაწილეობითი დემოკრატიის ასპექტებს და ამ ჭრილში სხვადასხვა მიდგომებს. პანელის მონაწილეებმა ევროპაში მიმდინარე ბოლოდროინდელი ტენდენციები მიმოიხილეს და ძირითად გამოწვევებსაც გაუსვეს ხაზი. გარდა ამისა, მომხსენებლებმა იმ ძირითადი ინსტრუმენტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც საზოგადოების ინფორმირებისთვის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და მუნიციპალიტეტებში კორუფციის პრევენციისკენაა მიმართული. პანელის მიწურულს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა აუდიტორიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმატებული გამოცდილება გააცნო. გარდა ამისა, მომხსენებელმა მოქალაქეთა მონაწილეობისთვის საჭირო ინსტრუმენტების ინსტიტუციონალიზაციისა და ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის (OGP Local) როლს გაუსვა ხაზი.

 

მესამე პანელი მუნიციპალიტეტების გაციფრულებას, საერთაშორისო ტენდენციებს, კარგ პრაქტიკებსა და გამოწვევებს დაეთმო. პანელს მოდერაცია გაუწია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ადგილობრივი მმართველობის | ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა მომხსენებლებმა:

 

- კრის დოტენი - დემოკრატიისა და ტექნოლოგიების ექსპერტი

- დმიტრო ხუტკიი - ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევარი

- კრისტინა რეინსალუ - ელექტრონული დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, ელექტრონული მმართველობის აკადემია

 

აღნიშნული პანელი ციფრული გადაჭრის გზებსა და იმ გამოწვევებს შეეხო, რომელთა წინაშეც მუნიციპალიტეტები გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით დგანან. პანელის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებზე, აგერთვე, ციფრულ პროექტებში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით ადგილობრივი კონტექსტის ასახვაზე. პანელისტები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ტექნოლოგია და გაციფრულება, ეს არის საშუალება და არა საბოლოო მიზანი, და ასევე, მნიშვენლოვანია, რომ არ მოხდეს მოძველებული პროცესების გაციფრულება. პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის მნიშვნელობას, რათა მუნიციპალური მიზნების გათვალისწინებით, ქალაქებსა და სოფლებში, ციფრული ტექნოლოგიები, სწორედ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის დაინერგოს. 

 

 

დასკვნით პანელს - ადგილობრივ დონეზე სერვისის მიწოდების მოდელების შესახებ - მოდერაცია გაუწია USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის საჯარო მმართველობის რეფორმისა და ინკლუზიური მმართველობის დირექტორმა, ნანა წიკლაურმა. მომხსენებლებს შორის იყვნენ:

 

- გიორგი გაბრიელაშვილი - აღმასრულებელი დირექტორი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) 

- ქეთევან ბეთლემიძე - თავმჯდომარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (PSDA) 

- ლევან სამადაშვილი – საჯარო სერვისების მიწოდების ექსპერტი

- ნიკ თაისი - უფროსი მრჩეველი საჯარო მმართველობის რეფორმისა და სერვისის მიწოდების საკითხებში, OECD-SIGMA

 

დასკვნითი პანელი ადგილობრივ დონეზე სერვისის მიწოდების მოდელების ირგვლივ ბოლოდროინდელი ტენდენციების მიმოხილვას მიეძღვნა. დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების ირგვლივ გამართულ დებატებში, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ეს მიდგომა სერვისის მიწოდების პროცესში მომხმარებლისადმი ემპათიის ჩამოყალიბებას - მისი ემოციების  გათვალისწინებას მოიაზრებს. ერთ-ერთმა მომხსენებელმა დამატებით მიმოიხილა მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებულ მიდგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც ემპათიის ჩამოყალიბებას არა მხოლოდ სერვისის მომხმარებლის, არამედ სერვისში დასაქმებულთა მიმართაც ითვალისწინებს.

 

კონფერენციის დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

იხილეთ კონფერენციის პანელების ჩანაწერები:

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024