კარგი მმართველობის ფორუმი (GGF)

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 ნოემბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 29-30 ნოემბერს, ორდღიან საერთაშორისო კონფერენციას - კარგი მმართველობის ფორუმს (GG Forum) უმასპინძლა. ფორუმის მიზანს წარმოადგენდა კორუფციასთან, განსაკუთრებით კი მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ინოვაციური და ეფექტური მიდგომების განხილვა. ამ მიზნით, ღონისძიებაზე,  ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით დისკუსიები გაიმართა შემდეგ საკითხებზე: საჯარო შესყიდვები და ღია კონტრაქტები, კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების ღიაობა და მოპოვებითი დარგების გამჭირვალობის ინიციატივა, კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური მოდელები და კამპანიები.

 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ”საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“/ EITI-ის პროექტის დირექტორმა, ალექსანდრ დრაგოილოვიჩმა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) დირექტორმა, ლევან სამადაშვილმა.

 

 “გასული წლების განმავლობაში, ქვეყნებმა გლობალურ და პოლიტიკურ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის დიდი პროგრესი განიცადეს, განავითარეს ანტიკორუფციული რეგულაციები და აღსრულების მექანიზმები. თუმცა, ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ საჭიროა ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა, რათა მოხდეს ისეთ გამოწვევებთან გამკლავება, როგორებიცაა: საზღვარგარეთიდან შემომავალი უკანონო ფინანსური ნაკადები, საჯარო დაწესებულებების ბოროტად გამოყენება და გადასახადების თავიდან არიდება. ყოველივე ეს ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, რათა მოხდეს ხელისუფლების სხვადასხვა ჩარჩოს გაუმჯობესება, ინოვაციური მექანიზმების შემოთავაზება და სხვადასხვა ზომების მიღება კორუფციის პრევენციის, გამოვლენისა და სანქციების გასაუმჯობესებლად. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრაში, მაღალი დონის კორუფცია კი კვლავ გადაულახავ და მზარდ გამოწვევად რჩება. ”- აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.

 

კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:  საერთაშორისო გამჭვირვალობა;  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD);  მომპოვებელი დარგების გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI);  მსოფლიო ბანკი;  აზიის განვითარების ბანკი;  უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო; ლიეტუვას რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახური;  ღია მმართველობის პარტნიორობა;  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისი;  ღია კონტრაქტების პარტნიორობა;  ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მაუწყებელი პროექტი (OCCRP)  ნორვეგიის საგადასახადო სამართლიანობის ქსელი; მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) როლი კორუფციასთან ბრძოლაში, კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების ღიაობა და კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური მოდელები.

 

„ქვეყნების უმრავლესობას უჭირს მკვეთრი ნაბიჯები გადადგას კორუფციის წინააღმდეგ, რაც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის კრიზისს უწყობს ხელს. კორუფცია ყვავის მაშინ, როცა ელიტის ხელშია ძალაუფლება ანგარიშვალდებულების გარეშე. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ინდივიდები, სამოქალაქო სექტორი და მედია, რომ მათ შეძლონ პოლიტიკოსთა და გადაწყვეტილებების მიმღებთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.“ - აღნიშნა საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ადვოკატირების კოორდინატორმა, მარია ემილია ბერაზატეგუიმ. 

 

ფორუმი ორგანიზებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის Luminate-ის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში, Tetra Tech ARD თანადაფინანსებით.

 

ღონისძიების ფოტოალბომი იხილეთ აქ.

 

 

/public/upload/Magda/Teo Turashvili/29-30.11.19/GGF_Brochure_Final.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024