საერთაშორისო საზაფხულო სკოლა: კარგი მმართველობის გამოწვევები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 21 აგვისტო 2014

2014 წლის 25-29 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სახელწოდებით: „ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI) სამხრეთ კავკასიაში 2013 წლის შემდეგ: კარგი მმართველობის გამოწვევები“. საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტარტუს უნივერსიტეტის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)-ისა და თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის მიერ. ერთობლივი საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.


საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოწვეულნი არიან მაღალი დონის ექსპერტები საქართველოს მთავრობიდან, საქართველოს პარლამენტიდან, ევროკავშირის დელეგაციიდან საქართველოში, ასევე ესტონელი და ქართველი პროფესორები. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებიდან მოხსენებებს გააკეთებენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, პარლამენტის წევრი თინათინ ხიდაშელი, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი და ანტი-კორუფციული საბჭოს მდივანი რუსუდან მიხელიძე, იუსტიციის სახლის მომსახურების პროცესების განვითარების დირექტორი ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი გვენეტაძე და სხვ. ამას გარდა, სიტყვით გამოვლენ ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტეფანო ბრაგიროლი, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის წარმომადგენელი ფარად მუხტაროვი, თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნინო ლაპიაშვილი, ტარტუს უნივერსიტეტის ევროპული კოლეჯის ხელმძღვანელი კრისტინა ტონისონი, თსუ-ს რექტორის მრჩეველი ვახტანგ ჭარაია ა.შ.


საზაფხულო სკოლაში გამომსვლელების სახით მონაწილეობას ასევე ღებულობენ IDFI-ის ხელმძღვანელები, გიორგი კლდიაშვილი და ლევან ავალიშვილი. კერძოდ, გიორგი კლდიაშვილი გააკეთებს მოხსენებას თემაზე „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის (OGP), როგორც კარგი მმართველობის მექანიზმი“, ხოლო ლევან ავალიშვილი ისაუბრებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკაზე.


საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

/public/upload/pdf/agenda-summer-school-ENPI-south-caucasus-1.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიცია 2 თებერვალს მედიაზე ძალადობის და ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

03.02.2025

არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შეფასება 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

03.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024