კოალიციის მედია ადვოკატირებისთვის მიმართვის შემდეგ GNCC-მ მაგთიკომი გააფრთხილა

განცხადებები 5 ივნისი 2015

არასათანადო და შეცდომაში შემყვანი რეკლამის განთავსების გამო კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) „მაგთიკომი“ წერილობით გააფრთხილა. საქმის წარმოება კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო. კოალიციის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) კომისიას 14 აპრილს მიმართა რათა შეესწავლა „მაგთიკომის“ კუთვნილი თანამგზავრული ოპერატორის „მაგთისატის“ მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლი ციფრული მაუწყებლობის შესახებ.


კოალიცია მიიჩნევდა რომ „მაგთისატს“ აუდიტორია შეცდომაში შეჰყავდა შემდეგი ტექსტით - „17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ მაგთისატში, დღესვე გადადით ციფრულ მაუწყებლობაზე და უყურეთ მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ ტელეარხებს, მაგთისატი პირველი ციფრული თანამგზავრული მაუწყებელი“.


კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ გაიზიარა კოალიციის მოსაზრება და მიიჩნია, რომ შპს „მაგთიკომის“ სარეკლამო რგოლი არასათანადოა და შეცდომაში შემყვანია, რადგან პოტენციურ მომხმარებელს არ აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას მომსახურების შესახებ, რადგან „სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე“ ქართულ არხებს ვერ უყურებს მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს და ამავე დროს, შედარებით მოძველებული მოდელის ტელევიზორი აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობს (საკაბელო ოპერატორების) ან/და ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერით აღჭურვილი თანამედროვე ტელევიზორი აქვს სპეციალური ციფრული დეკოდერი არ დაჭირდება და 2015 წლის 17 ივნისიდანაც გააგრძელებს ქართული პროგრამების მიღებას.


შესაბამისად, კომისიამ შპს „მაგთიკომს“, რომელიც „მაგთისატის“ მფლობელია წერილობით გაფრთხილება დააკისრა და არასათანადო და შეცდომაში შემყვანის სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნა დაავალა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024