შპს „რ.ბ.ჯ.“-ს სანქცირების საკითხის განხილვა მარეგულირებელში 19 ნოემბერს დასრულდება

სიახლეები 18 ნოემბერი 2015

ORT-ს პროგრამების რეტრანსლატორის - შპს „რ.ბ.ჯ.“-ს სანქცირების საკითხის განხილვა მარეგულირებელში 19 ნოემბერს უნდა დასრულდეს.

 

2 ნოემბერს ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „რ.ბ.ჯ.“-ს სანქცირება, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების მოთხოვნათა დარღვევის გამო.


შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ ხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი სახელმწიფო ტელევიზიის - ORT-ს პირველი არხის პროგრამების თარგმნა და გავრცელება ღია საეთერო ციფრული ქსელით.


აღნიშნული მაუწყებლის პროგრამები, ციფრული საეთერო მაუწყებლობის ქსელით, რამდენიმე საათით, 2015 წლის ივლისში გავრცელდა, თუმცა, კომისიის ჩარევის შედეგად, მაუწყებლობა შეწყდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში მაუწყებლობა განახლდა. 


კანონის და ავტორიზაციის პირობების დარღვევის გამო, 2015 წლის ივლისში კომისიამ მაუწყებელს სანქციის სახით გაფრთხილება მისცა. აღნიშული კომპანიის სანქცირების საკითხის განხილვისას, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, შპს „რბჯ“-ს გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა. საბოლოო გადაწყვეტილებას მარეგულირებელი 19 ნოემბერს მიიღებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024