მონაცემების გლობალური ბარომეტრი (GDB)

სიახლეები | კოალიციური საქმიანობა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 ოქტომბერი 2020

2020 წლის შემოდგომაზე, IDFI შეუერთდა მონაცემების გლობალური ბარომეტრის (GDB) პროექტს და მის რეგიონულ ჰაბებს. IDFI ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჰაბი გახდადა პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, ყაზახეთზე, ყირგიზეთზე, მონღოლეთზე, მოლდოვაზე, ტაჯიკეთზე, თურქმენეთზე, უკრაინასა და უზბეკეთზე.

 

GDB წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მონაცემთა ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მონაცემთა ხარვეზების გამოსასწორებლად, ინფორმაციის შესაგროვებლად და დისკუსიის წასახალისებლად აქტიურად თანამშრომლობს რეგიონულ ჰაბებთან, თემატურ პარტნიორებთან, მთავრობებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და მედიასთან. ინიციატივის ფარგლებში, საერთო მეთოდოლოგიის მიხედვით, მომზადდება საბაზისო კვლევა. მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდება ქვეყნების ადგილობრივი კანონმდებლობის, პრაქტიკის, მონაცემების ხელმისაწვდომობის, მონაცემების შესაძლებლობების და გამოყენების ინდიკატორების შედარება. დამატებით, მისი მეშვეობით შეიქმნება ყოვლისმომცველი პირველადი მონაცემები, რომლებიც წაახალისებს მონაცემებზე დაფუძნებულ სექტორულ და ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს.

 

რეგიონული ჰაბების ჩამოყალიბება მონაცემების გლობალური ბარომეტრის გუნდმა დაიწყო Open Data for Development Network-ით, რომლის მეშვეობითაც საფუძველი ჩაეყარა ლათინური ამერიკის, ახლო-აღმოსავლეთის, ჩრდილო აფრიკის, სამხრეთ აფრიკის, აზიის, კარიბის ზღვის აუზისა და ჩრდილოეთ ამერიკის პერსპექტიულ ჰაბებს. ამ თანამშრომლობამ ინიციატივას ძლიერი საფუძველი შეუქმნა, თუმცა ვინაიდან GDB პროექტი 120-ზე მეტი ქვეყნის დაფარვას გეგმავს, საჭირო იყო დამატებითი რეგიონების დაფარვა. შესაბამისად, 2020 წლის სექტემბერში გამოცხადდა ღია კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირის, შუა აზიის, ჰონგ კონგის, რუსეთის, წყნარი ოკეანის კუნძულების მცირე სახელმწიფოების და დასავლეთ ბალკანეთის დასაფარად.

 

GDB პროექტმა მიიღო თექვსმეტი განაცხადი, რომლებიც შეფასდა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: გეოგრაფიული ბალანსი; GDB–ის შემუშავების ეტაპზე ჩართულობის შესაძლებლობა; მონაცემებთან დაკავშირებული პროექტების, პოლიტიკის ან რეგიონული ინიციატივების განხორციელების გამოცდილება; დაფინანსების მოძიების შესაძლებლობები; გავრცელების ეტაპზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართვისა და კამპანიების წარმოების რესურსი.

 

მოხარული ვართ, რომ გავხდით GDB-ის რეგიონული ჰაბების გლობალური საზოგადოების ნაწილი.

 

2021 წელს, ჩვენი ჰაბი გააგრძელებს მონაცემების გლობალური ბარომეტრის პროექტის მხარდაჭერას შემდეგ აქტივობებში ჩართულობით: კვლევის დიზაინის შემუშავება, მონაცემების შეგროვება, მონაცემთა ანალიზი და შედეგების გავრცელება. კვლევის შედეგად შეგროვდება მონაცემები 100-ზე მეტ ქვეყანაში, რაც საფუძველს ჩაუყრის კვლევისთვის მზა ღია მონაცემთა ბაზებს, სიღრმისეულ ანალიზს, და ქვეყნებისა და სექტორული პროფილების შექმნას.

 

ჩვენი რეგიონული ჰაბის კოორდინატორი არის თეონა ტურაშვილი, IDFI-ის მედიის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

 

2009 წელს დაარსებიდან, IDFI სწრაფად გახდა ლიდერი დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობის მიმართულებით, როგორც საქართველოში ასევე გლობალურ დონეზე. IDFI სრულყოფილი ინფორმაციის, ყოვლისმომცველი ანალიზისა და ინოვაციური მიდგომების მეშვეობით მუშაობს მმართველობის გაუმჯობესების, კანონის უზენაესობის განვითარების, კორუფციის შემცირების, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების, ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების, ინოვაციებისა და ინკლუზიური ზრდის წახალისების მიზნით.

 

მონაცემების გლობალური ბარომეტრის შედეგები დროული იქნება, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო კვლევების მიერ არ შეფასებულა საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა და გამოყენება. ამ გლობალურმა შეფასებამ შეიძლება პოზიტიური როლი შეასრულოს ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვისა და განვითარების ადვოკატირებაში. GDB–სთან პარტნიორობის ფარგლებში საქმიანობა მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება IDFI–სთვის, ინსტიტუტი გაიღრმავებს ექსპერტიზას ამ საკითხზე და გააგრძელებს ღია მონაცემთა სტანდარტების ადვოკატირებას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

 

IDFI მოხარულია და აქვს პატივი იყოს ამ მნიშვნელოვანი გლობალური ინიციატივის ნაწილი. ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა საფუძველს ჩაუყრის ღია მონაცემთა მნიშვნელოვან ინიციატივებს, ღია მონაცემების სტანდარტებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ!

 

რეგიონული ჰაბების, მათ შორის IDFI-ის პასუხისმგებლობა იქნება:

 

- თემატური მოდულების და ინდიკატორების შემუშავებაში მონაწილეობა;

 

- კითხვების შემუშავება და მიმართულებების მიცემა, ექსპერტთა გამოკითხვის პილოტირება;

 

- მონაცემების გლობალური ბარომეტრის გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, რეგიონისთვის სპეციფიკური შეკითხვების შეთავაზება;

 

- 12 დამოუკიდებელი ეროვნული მკვლევრის რეკრუტირება და კოორდინირება;

 

- GDB რეგიონული ჰაბების რეგიონულ შეხვედრებსა და ზოგად ყოველთვიურ შეხვედრებში მონაწილეობა, ინფორმაციის, მოსაზრებების, გამოწვევების ან კითხვების გაზიარების მიზნით;

 

- მონაცემთა შეგროვების პროცესისა და კვლევის კოორდინაცია: ეროვნული მკვლევრების ტრენინგი, პასუხებისა და მტკიცებულებების ხარისხის უზრუნველსაყოფად, მკვლევრების მიერ გაწეული სამუშაოს შიდა გადამოწმება, და მკვლევარების მიერ შეთანხმებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უზრუნველყოფა;

 

- რეგიონული გადამოწმებისა და თემატური გადახედვის პროცესის ხელშეწყობა; - გლობალური გუნდის მიერ მომზადებულ ანალიზზე უკუკავშირის მიწოდება;

 

- ადგილობრივად შედეგების გავრცელების საშუალებების შექმნა (მაგ., ანგარიში, ვებგვერდი, მოკლე მიმოხილვა, ვიზუალიზაცია) (საჭიროებს დამატებით რესურსებს);

 

- რეგიონული ანგარიშის შემუშავება GDB–ის მთავარი გუნდის ხელმძღვანელობითა და დახმარებით (საჭიროებს დამატებით რესურსებს);

 

- სხვა ადგილობრივი კვლევების, ადვოკატორებისა და შესაძლებლობების გაძლიერების აქტივობების იდენტიფიცირება და განხორციელება, GDB–ის მონაცემებისა და რესურსების გამოყენებით (საჭიროებს დამატებით რესურსებს);

 

- გლობალური ანგარიშის გავრცელების სტრატეგიაში მონაწილეობა;

 

- გუნდის გლობალური მონაწილეებისა და თემატური პარტნიორების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შედეგების რეგიონულ გავრცელების ღონისძიებების / ვებინარების ჩატარება და GDB– სთან ამ ღონისძიებების კოორდინაცია (საჭიროებს დამატებით რესურსებს);

 

- გლობალური და რეგიონული ანგარიშის თარგმნაში მონაწილეობა (საჭიროებს დამატებით რესურსებს).

 

 

შენიშვნა: მონაცემების გლობალური ბარომეტრის საპილოტე გამოცემა ძირითად დაფინანსებას იღებს კანადის საერთაშორისო განვითარების კვლევითი ცენტრისგან (IDRC.ca) 109517-001 გრანტის საფუძველზე, D4D.net პროგრამის ფარგლებში.

 

IDFI-სა და ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მკვლევრების ჩართულობა მონაცემების გლობალური ბარომეტრის პროექტში მხარდაჭერილია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ.

 

მონაცემების გლობალურის ბარომეტრის (GDB) შესახებ ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს:www.globaldatabarometer.org

 

 

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024