გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეული თბილისში - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 17 სექტემბერი 2015

14-15 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში უმასპინძლა საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციას, თემაზე: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები." 

 

აღნიშნული კონფერენციის ორგანიზებაში საქართველოს პარლამენტთან ერთად აქტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI). ორგანიზაციის წამომადგენლები, აღნიშნულთან დაკავშირებით მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. გაკეთდა ორი სატელევიზიო სიუჟეტი, მომზადდა ერთი გადაცემა და გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია: რუსთავი 2, იმედი, რადიოთავისუფლება, Infocaucasus.com, Ipn.ge.

 

რუსთავი 2-ს სიუჟეტში IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილმა საკანონმდებლო კონფერენციის გახსნაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ პრობლემები არის. თუმცა, მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი აქტიურად მუშაობს სწორედ იმაზე, რომ გაუმჯობესდეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღიაობის მაჩვენებელი.

 

იმედის სიუჟეტში, გიორგი კლდიაშვილმა თქვა, რომ არასამთავრობო სექტორს, ინფორმაციის მიღებისა და ღიაობის თვალსაზრისით, პარლამენტთან პრეტენზიები არ აქვს. აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არის რამდენიმე სამთავრობო უწყებაში და ამის შესახებ მთავრობის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიურ ანგარიშში იქნება საუბარი.

 

რადიო თავისუფლების დილის გადაცემის ეთერში სტუმრად იყო მიწვეული პროექტის "ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა" კოორდინატორი, დავით მაისურაძე. მან განიხილა ღია მმართველობის მნიშვნელობა და ის წარმატებები, რასაც საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრობის განმავლობაში მიაღწია. დავით მაისურაძემ ისაუბრა იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რომელთა წინაშეც საქართველოს პარლამენტი დგას ღია მმართველობის თვალსაზრისით. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ინიციატივები იქნა გადადგმული და გამოჩენილი IDFI-ისა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რათა მომავალში მოქალაქეთა ჩართულობისა და საპარლამენტო ღიაობის გაუმჯობესდეს. 

 

რადიო თავისუფლებამ ასევე სტატია გამოაქვეყნა გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში მიმდინარე საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის შესახებ. სტატიაში, IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის 17 ივლისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცდა. ლევან ავალიშვილმა განმარტა, რომ სამოქმედო გეგმა ამბიციური განაცხადია ღია მმართველობის თვალსაზრისით და საქართველოს პარლამენტმა 18 – ძალიან სოლიდური და ძალიან ინოვაციური – ვალდებულება აიღო.

 

Infocaucasus.com-სა და Ipn.ge-ს სტატიებში ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო ღიაობისთვის ხელშემწყობი ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერით. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024