საპარლამენტო ღიაობის მსოფლიო კვირეული

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 აგვისტო 2015

საპარლამენტო ღიაობის მსოფლიო კვირეული არის ყოველწლიური ღონისძიება საპარლამენტო გამჭვირვალობასა და საქმიანობაში თანამონაწილეობის შესახებ. ეს ასევე არის დამატებითი შესაძლებლობა, მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ღიაობის მიმართულებით, ახალი ვალდებულებებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. საპარლამენტო კვირეულის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

 

საპარლამენტო ღიაობის მსოფლიო კვირეული პირველად 2014 წელს ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს 30 ქვეყანაში 45-მდე აქტივობა და ღონისძიება გაიმართა. 2015 წელს დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის:

  1. „ღია მმართველობა პარტნიორობის“ დასავლეთ ბალკანური დიალოგი სახელწოდებით – „ღია მმართველობა, აქტიური მოქალაქე: ცოდნისა და გაზიარების ინიციატივა ღია მმართველობა პარტნიორობისთვის“, რომელიც გაიმართება 10-11 სექტემბერს, ქალაქ ტირანაში, ალბანეთში. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავს ფორუმის შექმნას, სადაც მონაწილეები განიხილავენ ღია მმართველობის ეფექტიან ინიციატივებს და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და წინააღმდეგობებს, ასევე მათი გადაჭრის გზებს. ამავდროულად, ფორუმის მიზანია, OGP-ის ფარგლებში, ხელი შეუწყოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის დიალოგის გაძლიერებას. ბოლოს კი, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო პრაქტიკისა და წარმატებული ინიციატივების გაზიარებას. ღონისძიებას დაესწრება 150-200 მონაწილე ბალკანეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობიდან, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ღონისძიების მასპინძელი ორგანიზაციები არიან „დემოკრატიისა და მედიაციის ინსტიტუტი“ და ალბანეთის ინოვაციისა და საჯარო ადმინისტრირების სამინისტრო. ამავდროულად, ღონისძიებას ჰყავს რამდენიმე ადგილობრივი და რეგიონული პარტნიორები. ხოლო ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკავშირი, გაეროს განვითარების სააგენტო, ამერიკის საელჩო ტირანაში და გერმანიის მარშალის ფონდი.

  2. Sunlight Foundation-ის ყოველწლიური “TransparencyCamp”, რომელიც ჩატარდება 11-12 სექტემბერს, ვაშინგტონში, აშშ. კონფერენცია ეხება ღია მმართველობას და ამ კუთხით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნის გაზიარებას. კონფერენციის დღის წესრიგი არ არის სტრუქტურირებული და მისი განსაზღვრა მონაწილესაც შეუძლია კონკრეტული იდეების შეთავაზებით. ეს არის მთავრობის წარმომადგენლების, ჟურნალისტების, საჯარო მოხელეების, სტუდენტებისა და ზოგადად აქტიური მოქალაქეებისთვის შექმნილი პლატფორმა, მთავრობის ღიაობის დამკვიდრებისთვის ახალი მიდგომების გასაზიარებლად.

    “TransparencyCamp”-ის გასული წლის შეხვედრა 30-31 მაისს ჩატარდა, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში, რომელსაც 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე მონაწილე ესწრებოდა. განხილულ საკითხებს შორის გამოიყო ერთმანეთში ცოდნის გაზიარების, მთავრობაში, უნივერსიტეტებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში ტექნოლოგიაზე და არა-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კავშირების გაუმჯობესების აუცილებლობა.

  3. 14-15 სექტემბერს, თბილისში ჩატარდება „ღია მმართველობა პარტნიორობის (OGP)“ საპარლამენტო ღიაობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან: ჩილეს კონგრესი და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნებიან კანონმდებლების, პარლამენტის აპარატის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჯგუფები, რათა მოხდეს საპარლამენტო ღიაობის და გამჭვირვალობის შესახებ გამოცდილებების გაზიარება და საკანონმდებლო ინფორმაციასა და პროცესზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ახალი გზების შემუშავება. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს პარლამენტი. პარტნიორი ორგანიზაციები არიან ევროკავშირი, გაეროს განვითარების სააგენტო, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

  4. 15 სექტემბერს საპარლამენტო კავშირი (IPU) აღნიშნავს დემოკრატიის დღეს. ორგანიზაციის მიზანია დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა, ორგანიზაციის წევრი 164 პარლამენტის მეშვეობით. 2007 წლიდან, რაც გაერომ დაამკვიდრა 15 სექტემბერი, როგორც დემოკრატიის დღე, არაერთი ღონისძიება იმართება მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის პარლამენტში. ღონისძიებების მთავარი მხარდამჭერი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.


აღნიშნული ღონისძიებების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გეცნოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ ღია მმართველობა პარტნიორობის საპარლამენტო კვირეულის შესახებ ღონისძიებათა კალენდარი და სხვა სიახლეები.

 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024