IDFI გიორგი კლდიაშვილის საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

სიახლეები | განცხადებები 26 იანვარი 2015

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. გიორგი კლდიაშვილი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო გიორგი კლდიაშვილს სახელზე, იყო დაშლილ მდგომარეობაში, ტყვიების გარეშე, მოთავსებული იყო ავტომანქანის საბარგულში და გიორგის ის გადაჰქონდა სახლში ოფიციალურ მაღაზიაში შეკეთების შემდგომ. 

 

მას შემდგომ, რაც ადგილზევე გიორგი კლდიაშვილმა შსს-ის თანამშრომლებს წარუდგინა იარაღის რეგისტრაციის საბუთი, მათი პირველადი განმარტებით, ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებს არ სცდებოდა და მას მხოლოდ ჯარიმის გადახდა მოუწევდა, რადგან გიორგი კლდიაშვილს არ გააჩნდა შსს-ის მომსახურების სააგენტოსგან ასაღები რეგისტრირებული იარაღის ხელოსნისგან სახლში გადატანის ნებართვა. თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დაკითხვის შემდგომ, გიორგი კლდიაშვილის წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში, სადაც მან 2 დღე დაჰყო.



აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, დაკავებისას შსს-ს წარმომადგენლებმა ჰკითხეს მისი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და იმ სამოქალაქო კამპანიაზე, რომლებშიც გიორგი კლდიაშვილი იყო ჩართული, მიანიშნეს კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ზე და უთხრეს თუ რატომ საუბრობდა უკანონო მოსმენებზე და რატომ შეჰყავდა ხალხი შეცდომაში.

 

სასამართლო სხდომაზე, რომელიც 2014 წლის 15 დეკემბერს გაიმართა, პროკურორმა ვერ დაასაბუთა გიორგი კლდიაშვილის 2 დღით დაკავების საფუძველი და აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ შსს-ს წამომადგენლებმა გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

გიორგი კლდიაშვილის დაკავების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, არასამთვრობოთ კოალიციებმა, გაავრცელეს განცხადებები და მოუწოდეს ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შესწავლილი ყოფილიყო პოლიციელთა მოქმედების კანონიერება და შემწყდარიყო გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა. მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ განცხადება გაავრცელა აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველმა, სადაც მან წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს განხილულიყო გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საკითხი.

 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი რეაქციის შემდგომ, პროკურატურამ შესთავაზა გიორგი კლდიაშვილს განრიდების გამოყენება, რაც ნიშნავდა იმას, რომ პროკურატურა სრულად შეწყვეტდა გიორგის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას თუ ის აღიარებდა სისხლის სამართლის დანაშაულს. გიორგი კლდიაშვილმა უარი განაცხადა განრიდების მიღებაზე, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება ატარებდა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ხასიათს.

 

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს სახალხო დამცველის არაერთგზის მოწოდებისა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ მოახდინა გიორგი კლდიაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილება და მას შემდეგ რაც გიორგი კლდიაშვილმა უარი თქვა განრიდებაზე საკუთარი პოზიციის დაცვა გადაწყვიტა სასამართლოში. 

 

15 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის განჩინებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა, რადგან მისი ქმედება შეიცავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგის ადვოკატების, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სახალხო დამცველის მიერ პროკურატურის სახელზე გაგზავნილი რეკომენდაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსამართლემ დაუშვებლად სცნო პროკურორის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებების დიდი ნაწილი რადგან აღნიშნული მტკიცებულებები კანონმდებლობის დარღვევით იქნა მოპოვებული. კერძოდ, პროკურორის თენგიზ ხარებავას მიერ წარმოდგენილი იქნა იდენტური შინაარსის თუმცა განსხვავებულად დათარიღებული და შედგენილი დოკუმენტი, საგამოძიებო მოქმედებების დაწყების თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20 იანვარს გაასაჩივრა უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 23 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე სასამართლოს ორმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები და გიორგი კლდიაშვილი იქნა უდანაშაულოდ ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებაში.

 

როგორც ცნობილია, მის მიმართ წაყენებული ბრალდების ფონზე, ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე და ორგანიზაციის რეპუტაციის დაცვის მიზნით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, გიორგი კლდიაშვილმა საკუთარი განცხადებით შეიჩერა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის უფლებამოსილება. მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადასტურა მისი უდანაშაულობა და მოხდა გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ბრალეულობის მოხსნა, IDFI-ის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით, გიორგი კლდიაშვილი კვლავ დანიშნულია ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობაზე.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს სურს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, ვინც მხარში დაუდგა გიორგი კლდიაშვილს და ორგანიზაციას ამ რთული სამართლებრივი პროცესის დროს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და მის ადვოკატებს, ვინც დაიცვეს გიორგი კლდიაშვილის უფლებები.

 

ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გიორგი კლდიაშვილის მიმართ წარმართული პროცესი გვაფიქრებინებს იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი წარმომადგენლის მოქმედება მიზნად ისახავდა გიორგი კლდიაშვილის დაშინებას, პირადა მისი და IDFI-ის დისკრედიტაციას, IDFI საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობას.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას და მოუწოდებს მათ: დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული გიორგი კლდიაშვილის უკანონოდ დაკავების, მასზე ზეწოლის და საქმის მასალების კანონდარღვევით შედგენის ფაქტები.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024