აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორად გიორგი კლდიაშვილი აირჩიეს

სიახლეები | სტატია 15 მარტი 2016

2016 წლის 29 თებერვალს ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-7 საერთო კრება. კრების მიზანი იყო პლატფორმის ერთწლიანი საქმიანობის შეჯამება და პლატფორმის თავმჯდომარის და სამუშაო ჯგუფების კოორდინატორების არჩევა. კრებას ესწრებოდა 86 წევრი ორგანიზაციის 130 წარმომადგენელი.

 

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქმიანობა მოიცავს აღმოსავლეთის პარტნიორობის ოთხ თემატურ პლატფორმას და, შესაბამისად, ოთხ სამუშაო ჯგუფს: 

 

1. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა

2. ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა;

3. გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება;

4. ხალხთაშორისი კავშირების წახალისება.


შეხვედრა საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, ბატონმა ლაშა ტუღუშმა გახსნა. მან 2015 წლის მთავარ მოვლენებზე ისაუბრა ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ეროვნული პლატფორმა იზიარებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს. მე-7 საერთო კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა არჩილ ყარაულაშვილმა და საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ბატონმა შტეფან შთორქმა. ბატონმა არჩილ ყარაულაშვილმა ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზე და მზადყოფნა გამოთქვა არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერისა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ბატონმა შტეფან შთორქმა ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალისხმევაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ პლატფორმას.


საერთო კრებაზე პლატფორმის თავმჯდომარემ ბატონმა ლაშა ტუღუშმა და ჯგუფის კოორდინატორებმა წარმოადგინეს პლატფორმის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები. მომხსენებლებმა მიმოიხილეს სამუშაო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.


კრების მიმდინარეობისას ჩატარდა პლატფორმის თავმჯდომარია და სამუშაო ჯგუფის კოორდინატორების არჩევნები.


პლატფორმის თავმჯდომარედ კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელიკახა გოგოლაშვილი.


პლატფორმის I სამუშაო ჯგუფის (დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობა და სტაბილურობა) კოორდინატორის კონკურსში 4 კანდიდატთან ერთად მონაწილეობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. კოორდინატორების არჩევნებში მონაწილეობა 84 ორგანიზაციამ მიიღო. I სამუშაო ჯგუფისკოორდინატორის თანამდებობაზე ხმები თანაბრად გადანაწილდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორს ბატონ გიორგი კლდიაშვილსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს შორის. ისინი ერთად გაუწევენ კოორდინაციას I სამუშაო ჯგუფს.


"აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომელსაც საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა. ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებს ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ფორუმის შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდავეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან; ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან; ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის თანამშრომლობას, საჯარო დაწესებულებებთან დიალოგს, აღმოსავლეთის პარტნიორობის მიზნების მიღწევას პარტნიორ ქვეყნებში. საქართველოს ეროვნული პლატფორმა შეიქმნა 2010 წლის ნოემბრიდან. IDFI პლატფორმის წევრია 2012 წლიდან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024