გერმანულენოვანი ჟურნალი GEO IDFI-ს პროექტზე “ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის” სტატიას აქვეყნებს

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 აგვისტო 2022

წარმოგიდგენთ გერმანულენოვან ჟურნალში სტატიას IDFI-ს პროექტის - “ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”- შესახებ. სტატია მიმოიხილავს პროექტის შინაარსსა და მნიშვნელობას რეგიონისთვის. 

 

GEO წარმოადგენს საგანმანათლებლო ყოველთვიურ ჟურნალს, რომელიც ცნობილია თავისი დეტალური მოხსენებებითა და პროფესიონალური ფოტოგრაფიით. ჟურნალის მულტითემატური და მულტილინგვისტური გამოცემა ეხება პოლიტიკას, ისტორიას, ტურიზმს, ქალაქებსა და ქვეყნებს, მეცნიერებას. ჟურნალს გააჩნია საკუთარი ტელეარხიც - GEO Television. 

 

ჟურნალი პირველად გამოიცა გერმანიაში 1976 წელს. გერმანიაში ჟურნალს 2 მილიონზე მეტი მკითხველი ჰყავს. გარდა ამისა ჟურნალი GEO, თავის თემატიკაში, გერმანიაში ყველაზე მაღალგაყიდვადია.

 

სტატიის შინაარსი:  

 

მიუხედავად იმისა, რომ რთულია გორს არა-სტალინური ნარატივი მიანიჭო, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ცდილობენ, პროექტის ფარგლებში, სახელად „ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის“ ნინო გოზალიშვილმა და ანტონ ვაჭარაძემ სწორედ ამ მიზნის განხორციელება დაიწყეს. როგორც ანტონ ვაჭარაძე ამბობს, ისინი გორის დავიწყებული იდენტობის რუკაზე გაშლას ისახავენ მიზნად. ნინო გოზალიშვილის თქმით, იქ სადაც დღეს მუზეუმია, ადრე ცოცხალი უბანი, ლამაზი ეკლესია იყო. მთელს ქვეყანაში ერთ-ერთი უძველესი თეატრი სწორედ გორს ჰქონდა, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის.

 

შეკითხვაზე გაქრება თუ არა სტალინის აჩრდილი გორში, ანტონ ვაჭარაძე პასუხობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არათუ  სტალინის მუზეუმის დახურვა სურთ , არამედ, უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ მეორე სახლის გახსნაზე, რომელიც ნინო გოზალიშვილის თქმით „ მუზეუმის მუზეუმი“ უნდა იყოს. ნინო გოზალიშვილი ასევე ხაზს უსვამს იმასაც, რომ პროექტი მიზნად ისახავს არა იმას, რომ წაართვას რაიმე ხალხს, არამედ შესთავაზოს მათ ალტერნატივა.

 

გორის კულტურულ ცენტრში ნინო გოზალიშვილმა და ანტონ ვაჭარაძემ გამართეს ლექცია, რომელიც დატვირთული იყო სიმბოლოებით. კერძოდ, ლექციაზე დამსწრე 30 ახალგაზრდა პირდაპირ უყურებდა უზარმაზარ ფორმატზე დაბეჭდილ ფოტოს უკრაინიდან, რომელზეც გამოსახული იყო მშვიდობისმყოფელი საფლავის ქვასთან, მაშინ როდესაც ცენტრიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მუზეუმში სტალინის მომღიმარი სურათი იყო განთავსებული.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობა და მათი ელექტორალური ქცევა

12.09.2024

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ ასაჯაროებს იმ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა გამოქვეყნებასაც რუსული კანონი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს ავალდებულებს

30.08.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024
განცხადებები

მმართველი პარტია მართლმსაჯულების საკითხებს პროპაგანდისტული და პარტიული ინტერესებისათვის იყენებს

21.08.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024
ბლოგპოსტები

ფარული მეთვალყურეობის ზედამხედველობა: კანონმდებლობა და პრაქტიკა

05.09.2024

დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სტატისტიკის ანალიზი

19.08.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024