მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 2 მაისი 2025

ორგანიზაციამ, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF)  2025 წლის მედიის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს რეიტინგი 11 ადგილით გაუარესდა და 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილიდან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა.

 

 

რეიტინგის აღწერაში ვკითხულობთ:

 

სახელმწიფოს ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობის გამო, გარემო კვლავ მტრულია ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედიისთვის. "უცხოური გავლენის" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონების მიღება ახდენს ჟურნალისტების მარგინალიზაციას, აქცევს მათ ცენზურის ობიექტებად და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის.”

 

საქართველოს მედია ლანდშაფტი შეფასებულია, როგორც მრავალფეროვანი, თუმცა  პოლიტიკურად პოლარიზებული: ”მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ინფორმაციის მთავარი წყაროა. მედიის მფლობელები ­ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა რუსთავი 2-ის შემთხვევაში, სატელევიზიო არხის, რომელმაც შეცვალა თავისი სარედაქციო პოლიტიკა ყოფილ მფლობელთან გადაცემის შემდეგ, და საზოგადოებრივი მაუწყებლის GPB შემთხვევაში, რომელმაც განიცადა სამთავრობო ჩარევა. რეგიონული და სათემო რადიოსადგურები ებრძვიან დაფინანსების პრობლემებს,  იკლებს  ბეჭდური მედიის მკითხველთა რაოდენობა, ონლაინ საინფორმაციო საშუალებების მკითხველთა რაოდენობა კი იზრდება.”

 

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მედიის თავისუფლების ინდექსს რამდენიმე მდგენელით განსაზღვრავს, ესენია: პოლიტიკური, ეკონომიკური, საკანონმდებლო, სოციალური და უსაფრთხოების სფეროები. ქვეყნის რეიტინგის გაუარესება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება,  რომელსაც ქვეყნის  საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა და რეპრესიული გარემოს შექმნა მოჰყვა. ასევე, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად გაუარესებულია  საკანონმდებლო ინდიკატორიც, სადაც ქვეყანამ 72-ე ადგილიდან მე-100-მდე დაიხია. ეს უკავშირდება მედიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული კანონების მიღებას. მათ შორის, ნახსენებია "უცხოური გავლენის", ასევე “ოჯახური ღირებულებების” კანონები, რომლებმაც გამოიწვია დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის შევიწროება.

გარდა ამისა, ბარომეტრში “მსოფლიო: მიმდინარე დარღვევები” მითითებულია “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობა.

 

 

2025 წლის მედიის მდგომარეობის ანალიზის ქვეთავში, ევროპა - ცენტრალური აზია დამოუკიდებელი პრესის ნელი ეკონომიკური გაგუდვა ვკითხულობთ: “საქართველოში (114-ე), სარეკლამო ბაზარს აკონტროლებს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის დამფუძნებელი - რომელსაც მასობრივი პროტესტები უპირისპირდება, და - კანონი "უცხოური გავლენის" შესახებ, რომელიც ბლოკავს დაფინანსების სხვა წყაროებს”.

 

საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში მკვეთრი უკუსვლა 2024 წელს განიცადა. ამ წელს ქვეყნის რეიტინგი 26 ადგილით გაუარესდა და 77-ე ადგილიდან 103-ე ადგილზე გადავიდა.

 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ასეულს მიღმა არ იმყოფება ევროკავშირის არცერთი წევრი სახელმწიფო, მეტიც, ევროპის კონტინენტის არცერთი ქვეყანა გარდა ბელარუსისა. პრესის თავისუფლების ინდექსში უკრაინა იკავებს 62-ე, ხოლო მოლდოვა 35-ე ადგილს. საქართველოს 46 ადგილით უსწრებს უნგრეთი.

 

პრესის თავისუფლების ინდექსი, 2002 წლიდან აფასებს მედიის თავისუფლებას მსოფლიოს 180 ქვეყანაში. RSF-ი საქართველოს აფასებს 2003 წლიდან. საქართველოს ყველაზე ცუდი ინდექსი რეიტინგში, 2008 წლის ომის დროს (120 ადგილი) ჰქონდა.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024